ფაზისელები თურქეთში, სავარაუდოდ, 8 თებერვლამდე დარჩებიან და იქ ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ
ფოთის "კოლხეთი" გასულ უქმეებზე ბათუმის "დინამოს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ ფოთში ისეთმა წვიმამ დასცხო, თამაშის ჩატარება შეუძლებელი გახდა.

სამაგიეროდ, "კოლხეთი" თურქეთის გზას დაადგა და ანთალიაში დაბინავდა - ფაზისელები იქ, სავარაუდოდ, 8 თებერვლამდე დარჩებიან და ოთხ ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ, მეტოქეთა ვინაობას კი თურქეთში დააზუსტებენ.

"კოლხეთი" ანთალიაში 25 ფეხბურთელით გაემგზავრა, რომელთა შორისაა ფოთელთა ახალწვეული, "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი მეკარე არდალიონ მიქაბერიძე. მას გამოცდილი კიპერი ეთქმის და, უეჭველია, გააძლიერებს კიდეც ახალ გუნდს.

მწვრთნელებმა თურქულ შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები წაიყვანეს:

მეკარეები: ლადო ნადირაშვილი, არდალიონ მიქაბერიძე;

მცველები: გიორგი კილასონია, პაატა ცხვიტარია, ვაჟა ლომაშვილი, დაჩი ფოფხაძე, ბოიომო, ჯემალ გაბუნია, ლევან კაკულია, კონსტანტინე ბარამიძე, ალექსანდრე ქორჩილავა;

ნახევარმცველები: ლევან წურწუმია, პავლე დათუნაიშვილი, ლევან გულუა, გიორგი ხატიაშვილი, ლაშა ქებაძე, გიორგი ცხადაია, ლაშა გვალია, ომარ გოგონაია, დათა სიჭინავა, ამირან წაბრია;

თავდამსხმელები: ილია პავლიაშვილი, დავით ხუბუტია, ბექა ტუღუში, დავით ციცხვაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა