ინტერვიუ "კრასნოდარის" ქართველ კაპიტანთან
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა გაზეთ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც მეტწილად თავისი კლუბის შესახებ ისაუბრა, თუმცა საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

- ბოლოს როდის გკითხეს - "ანჟიდან" ხომ არ დაურეკავთო?

- თქვენ პირველი ხართ. "ანჟიდან" არასდროს არავინ დამკავშირებია.

- თქვენ ყოფილ მწვრთნელ იური კრასნოჟანთან დაკავშირება არც თავად გიცდიათ?

- საახალწლოდ მინდოდა მიმელოცა, თუმცა ვერ შევძელი - როგორც ჩანს ტელეფონის ნომერი შეიცვალა. იური ანატოლიევიჩმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ეს ყოველთვის მემახსოვრება.

- ნალჩიკში კრასნოჟანის ყველაზე დიდი ვარსკვლავები თქვენ, სირაძე, ჯუდოვიჩი და კონცედალოვი იყავით. ახლა მის გუნდში ეტოიო, რობერტო კარლოსი და ბუსუფა არიან. როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდება მათ?

- კრასნოჟანმა იცის, როგორ მოეპყრას ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, "ანჟი" სხვა დონეა, თუმცა ამ მწვრთნელს უყვარს და შეუძლია მუშაობა და ამას მოთამაშეებიც აფასებენ.

- რომ სდომებოდა, "კრასნოდარის" მფლობელ სერგეი გალიცკისაც შეეძლო თავისი კლუბი მეორე "ანჟიდ" ექცია.

- ჩვენ პრეზიდენტზე ამას ნურასდროს იტყვით. ის გამორჩეულ "კრასნოდარს" აშენებს და ვინმესგან ასლის გაკეთებას არ აპირებს. კლუბი განვითარდება, თუმცა ეს მყისიერად არ მოხდება და გუნდი რუსული ფეხბურთის ლიდერებთან ტიტულისთვის ხვალვე ვერ იბრძოლებს. თუმცა, ჩვენ ახლა ცხრილში "ანჟის" მეზობლად ვართ და ნამდვილად არ ჩამოვრჩებით მას განვითარების მხრივ.

- "ანჟი" რვა საუკეთესოს შორისაა, თქვენ კი - მეორე რვა გუნდიან ჯგუფში. ესაა სხვაობა.

- დღეს კი ასეა, მაგრამ ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ვგულისხმობ ჩემპიონატის ფორმულას. თუმცა ის, რომ პირველ რვა გუნდს შორის ტურნირი უფრო საინტერესო იქნება, გეთანხმებით.

- და მეცხრე ადგილი თქვენთვის მისაღებია?

- ჩვენ ხომ სეზონის პირველ თამაშში ისე გავედით, რომ ყველა თანაგუნდელის სახელიც კი არ ვიცოდით. ეს ფეხბურთელთა კრებული უფრო იყო, ვიდრე - გუნდი. გუნდად ჩვენ ახლა ვყალიბდებით.

- გუნდში თქვენ კაპიტანი ხართ. გეხამუშებათ?

- არა, ეს როლი ჩემთვის უცხო არაა. ნალჩიკში კრასნოჟანს ფეხბურთელთა საბჭო ჰქონდა და ჩვენ აზრს ითვალისწინებდა.

- საბჭოში ვინ იყავით?

- ჯუდოვიჩი, მაშუკოვი და მე.

- "კრასნოდარში" ბევრი ლეგიონერია. მათი ერთ კოლექტივში გაერთიანება როგორ უნდა მოხდეს?

- ხშირ-ხშირი ურთიერთობით.

- გუნდში, სადაც სომეხი, ბრაზილიელები, სერბები, ქართველები და რუსები თამაშობენ, ეს რომელ ენაზე უნდა მოხდეს?

- რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე. მთავარი მწვრთნელი რუსულად საუბრობს, ისევე როგორც სერბები. ორივე ბრაზილიელი რუსეთში მოსვლამდე ბულგარეთში თამაშობდა და პრობლემა არც მათთანაა. სომეხ იურა მოვსისიანსაც კი, რომელიც აშშ-იდან რუსეთში გადმობარგებამდე რუსულს საერთოდ ვერ ფლობდა, ახლა ყველაფერი ესმის.

- ურთიერთობას მწვადის შეწვაც უწყობს ხელს?

- მწვადიც შეიძლება, თუმცა ჩვენთან მსგავს ღონისძიებებზე გუნდის უფროსი ზრუნავს. როცა მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის გარეშე გვსურს საუბარი, რესტორანში ვიკრიბებით ხოლმე.

- კრასნოდერული დერბი - კარგი მიზეზია დასხდომისა და საუბრისთვის, არა?

- "ყუბანთან" ჩვენი დაპირისპირებისთვის ნამდვილი დერბის დარქმევა ჯერ ნაადრევია.

- რატომ?

- პირველ რიგში, ამისთვის მდიდარი ისტორიაა საჭირო. მეორეც, ერთ სტადიონზე ვთამაშობთ. მესამეც, დღესდღეობით ჩვენი დაპირისპირება არც მწვრთნელებისთვის და არც ფეხბურთელებისთვის პრინციპული არაა.

თუმცა, დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა ალბათ შეიცვლება. ჯერჯერობით კი, "ყუბანისა" თუ "კრასნოდარის" ფეხბურთელს თამამად შეუძლია კლუბიდან კლუბში ისე გადავიდეს, რომ გულშემატკივრის გულისწყრომის არ შეეშინდეს.

- ფანები თითქოს მხოლოდ "ყუბანს" ჰყავს,

- ცდებით, ჩვენს ტრიბუნებზეც არიან გუნდისთვის თავდადებული ადამიანები. თუმცა, რა თქნა უნდა, ამ მხრივ "ყუბანს" დღეს ვერ შევედრებით. დერბიზე საუბარს სჯობს მაშინ მივუბრუნდეთ, როდესაც ჩვენი სტადიონი გვექნება.

- რუსეთის ჩემპიონატში პირველ წელს არ ატარებთ. გაქვთ რუსეთის მოქალაქეობაც. ახალი წესებისამებრ კი, ლეგიონერად ითვლებით.

- ასეთი მარტო მე არ ვარ. ამ მდგომარეობაში 50-მდე ადამინი ვიქნებით. ბრძოლას ვაპირებთ, რათა შევინარჩუნოთ რუსეთში მუშაობის იგივე უფლება, რაც რუსებს აქვს.

ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია: თუკი რუსეთში ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში არავისთვის შემიშლია ხელი პროგრესირებაში, მიეღწია ნაკრების დონისთვის, ახლა ასე სწრაფად რატომ იცვლება ყველაფერი?!

- იმიტომ, რომ თქვენ სხვა ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავთ და შესაბამისად, ითვლებით ლეგიონერად. მართლა და, როგორ მიდის საქართველოს ნაკრების საქმეები?

- უკეთესადაც შეიძლებოდა. მტკივნეული თემაა. ბოლო შესარჩევში საშინაო თამაშში მხოლოდ ბერძნებთან წავაგეთ, შედეგად კი ვერაფერს გამოვრჩით. პრობლემად რჩება ის, რომ ნაკრების რეიტინგი არ მატულობს და მუდამ რთულ ჯგუფებში ვხვდებით, საიდანაც ფინალურ რაუნდში გასვლა ძნელია.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა