თბილისის "დინამოს" ახალმა თავკაცმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა

დღეს "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საზოგადოებას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი წარუდგინა.

გიორგი დევდარიანი: "სასურველია, რომ მწვრთნელმა გუნდი თავად წაიყვანოს შეკრებაზე და თავად ჩაატაროს სელექცია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად ხდება. ბატონმა რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ მისი და ალექსის შეთანხმება არ იქნა შესრულებული.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა "დინამო" და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. არ გეგონოთ, რომ ეს ლიტონი სიტყვებია. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, რთულ პერიოდში მიწევს გუნდში მოსვლა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მე მანამდეც ვმუშაობდი "დინამოს" დუბლებში და ასე თუ ისე ძირითად გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებზეც გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ცდას არ დავაკლებ, რომ ბატონი რომანის ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად სასურველი შედეგი ვაჩვენო. ბუნებრივია უკეთესი ფეხბურთელების ძებნას გავაგრძელებთ. ეს ცოცხალი პროცესია და ყველა წარმატებაზე ორიენტირებული კლუბი გამუდმებით უკეთეს კადრებს ეძებს.

"დინამო" ყველა შეხვედრაში პირველ ტაიმს კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ მოთამაშეებს და ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა დავიხვეწოთ. კლუბის სპორტულმა დირექტორმა კარგად იმუშავა, ამ ზამთარს "დინამოს" გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია დაემატნენ.

ბუნებრივია გარკვეული ცვლილებები იქნება. ჩემი იდეების განხორციელებაზე სრული თავისუფლება მაქვს მონიჭებული და მჯერა, რომ სიტუაციას უკეთესობისკენ შევცვლი.წარმატებული კლუბის ერთ-ერთი საფუძველი ის გახლავთ, რომ ხშირად არ უნდა ცვალოს აღებული კურსი.

მეც ცხადია მხიბლავს "ბარსელონას" თამაშის სტილი და არჩეული კურსის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. დღეს გუნდში არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ სქემაში მოიაზრებიან, თუმცა ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციები გასაუმჯობესებელია".

fcdinamo.ge

irakli
მაგარია ცქიფო კაი კაცია და მჯერა მიაგცევს ცარმატებას
nika
გიორგის მჯერა, ეს კაცი კახა კაჭარავასავით კორუმპირებული და ტოტალიზატორის მოყვარული არ არის
t
წარმოდგენა როგორ არ გექნება ყველასგან ფული გაქ აღებული
jioj
მაგარია ძალიან...კაცი რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთვნელია და რომელიც მოუტანს ნაკრებს წარმატებებს,,თუ არა და აგერ თქვენ და აგერ მეც
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა