ფეხბურთელი მერსისაიდელებს იდეალურად მოერგო და თანდათან ყალიბდება კენი დალგლიშის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ძალად
ორიოდე დღის წინ ვწერდით, როგორ გადაწყვიტეს "ლივერპულის" ხელმძღვანელებმა "ასტონ ვილადან" განაპირა ნახევარმცველის სტიუარტ დაუნინგის შეძენა.

კლუბის ამერიკელ გენერალურ დირექტორსა და პრეზიდენტს მისი ვიდეო უნახავთ და მომენტალურად გასჩენიათ მისი გადაბირების სურვილი. კურიოზი კი ის არის, რომ აღნიშნული ვიდეო მონტაჟი იყო და მეტი არაფერი.

ეს არ ნიშნავს, რომ დაუნინგის ნიჭი ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ფეხბურთელი მერსისაიდელებს იდეალურად მოერგო და თანდათან ყალიბდება კენი დალგლიშის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ძალად. რამდენიმე დღის წინ ეს შოტლანდიელმა სპეციალისტმაც აღნიშნა. მწვრთნელის მისადმი დამოკიდებულებით სტიუარტი კმაყოფილი დარჩა.

მასალა "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"დალგლიშისგან კომპლიმენტები სასიამოვნო მოსასმენია. მწვრთნელს ჩემი მას მერე სჯერა, რაც "ენფილდზე" მოვედი. ეს არ არის გამონაკლისი. მას არავის შესაძლებლობებში არ ეპარება ეჭვი, - თქვა სტიუარტ დაუნინგმა. - კენი დიდებული პიროვნებაა. მასში არის ყველა ის თვისება, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ის გულწრფელია და ცდილობს, საკუთარი ძალების რწმენა შთაგინერგოს, რათა მოედანზე ყველაფერი გაიღო, რაც შეგიძლია.

"ლივერპულში" კარიერა კარგად ამეწყო, თუმცა შემდეგ სერიოზული ჩავარდნა მქონდა. ამჟამად ვგრძნობ, რომ ფორმას ნელ-ნელა ისევ ვკრეფ. რა თქმა უნდა მუდმივად მინდა ვთამაშობდე. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევ, თუკი ისევე დაუზარებლად ვიშრომებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ბოლო პერიოდში ჩემი მუშაობით პირადად კმაყოფილი ვარ".

დაუნინგმა ლიგის თასის განმეორებით შეხვედრაში "სიტისთან" დიდებულად ითამაშა: "ასეთ საღამოებზე მას მერე ვოცნებობდი, რაც "ლივერპულში" ვთამაშობ. ამ გუნდში სწორედ იმიტომ გადმოვედი, რომ მსგავსი შეგრძნებები განმეცადა. როცა ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულის" თამაშს ვუყურებდი, მაშინაც აღვიქვამდი, თუ როგორ ედგა ტრიბუნები გუნდს მხარში.

თითოეული ფეხბურთელი გეტყვით, რომ თუკი გულშემატკივარი შენთან არის, ეს დამატებით ძალას გაძლევს, რომ მოედანზე ბევრი იმუშაო. ადრენალინი ალბათ ყველას მომეტებული გვქონდა სისხლში, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში. ამ დროს, ხომ ფანები განსაკუთრებით ძლიერად გვიჭერდნენ მხარს".

ნახევარმცველი აღიარებს, რომ "სიტისთან" ნახევარფინალის შემდეგ დაძინება გაუჭირდა: "დაღლილობის მიუხედავად დილის 3 თუ 4 საათამდე ვერ დავიძინე. ალბათ ადრენალინი ისევ მომეტებული მქონდა. იმისთვის, რომ ფინალისთვის მოვემზადოთ, წინ კიდევ მთელი თვე გვაქვს. ამ დროს კი ჩემპიონატის მატჩებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ახლა მეტი დრო გვექნება დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. "სიტისთან" კარგად ვითამაშეთ - დაცვაში კონცენტრირებულნი ვიყავით, შეტევაში კი სწრაფად ვმოქმედებდით. ასეც უნდა განვაგრძოთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.

ამ წუთას თავს მშვიდად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, მოედანზე რა უნდა გავაკეთოთ. გასახდელში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ენა უჭრით, მაგალითად ბელი (ბელამი), პეპე (რეინა), სტივი (ჯერარდი). არიან ისეთი ბიჭებიც, რომელთაც ჩუმად ჯდომა ურჩევნიათ, მაგრამ ეს მხოლოდ გამარჯვებებისთვის განგვაწყობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა