საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-18 ტურის მატჩები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-18 ტურის შემდეგ ლიდერობა კიდევ უფრო მეტად განიმტკიცა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა". ჩვენებურის გუნდმა სტუმრად ითამაშა პლეი ოფში მებრძოლ "მონ დე მარსანთან" და უმძიმეს ბრძოლაში 16:12 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი "ალპელებმა" 6:9 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში მობილიზება შეძლეს და 58-ე წუთისთვის უკვე 16:12 იგებდნენ. დარჩენილი 22 წუთის განმავლობაში ანგარიშის შეცვლა ვერცერთმა გუნდმა შეძლო. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო. მან სათადარიგო გუნდში ითამაშა.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლმა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკმა" - 12:11.

დათუნაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, 77-ე წუთზე გაასინბინეს, ასეიშვილი და ნაცარაშვილი კი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთნენ, როცა ანგარიში 11:9 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. "ორიაკს" გამარჯვება საჯარიმოთი თამაშის უკანასკნელ წუთზე ფულბეკმა მაქსიმ პეტიჟანმა მოუტანა.

მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა განაცხადში არ იყო. "ორიაკს" ახლა 34 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, ის 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ნარბონს".

გაცილებით უარეს მდგომარეობაშია თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო", რომელმაც მე-18 ტურში სტუმრად წააგო "ბურგუენთან" - 16:23. ჩვენებურთა გუნდმა დღემდე 20 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა მე-15 ადგიზლეა.

ზიბზიბაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა, მარგველაშვილსა და დადუნაშვილს არ უთამაშიათ.

ზერო პეტრიაშვილის "პომ" სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "ბეზიე" - 30:20. ჩვენებურის გუნდმა ამ გამარჯვებით საპლეიოფო ხუთეულში მყარად დაიმკვიდრა ადგილი. "პოს" 55 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.

კახა კობერიძის "ალბიმ", რომელიც 46 ქულით მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს, სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" - 6:25.

II დივიზიონი

XVIII ტური

ტარბი-ორიაკი 11:12, ოში-კარკასონი 15:10, ნარბონი-ოიონაქსი 24:20, ბეზიე-პო 20:30, ექსი-დაქსი 29:36, ბურგუენი-პერიგო 23:16, ლა როშელი-ალბი 25:6, მონ დე მარსანი-გრენობლი 12:16.

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 64 ქულა, 2. დაქსი - 56, 3. პო - 55, 4. მონ დე მარსანი - 52, 5. ლა როშელი - 51, 6. ალბი - 47, 7. ბურგუენი - 43, 8. კარკასონი - 43, 9. ოიონაქსი - 42, 10. ექსი - 41, 11. ტარბი - 41, 12. ოში - 41, 13. ორიაკი 34, 14. ნარბონი - 24, 15. პერიგო - 20, 16. ბეზიე - 18.

XIX ტური

ბეზიე-ექსი, გრენობლი-ალბი, ორიაკი-ბურგუენი, ოში-ოიონაქსი, ნარბონი-პერიგო, კარკასონი-ტარბი, დაქსი-პო, ლა როშელი-მონ დე მარსანი

ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების რეგულარული

გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურიღა დარჩა. აქ A ჯგუფში ქართველ მორაგებთა გუნდები დამაჯერებლად ლიდერობენ. ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა", რომელსაც 53 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, შინ დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში "მონპელიე" - 13:7.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ვულკანები" ესპუართა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულები არიან. მათ 11 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც მე-13 ტურში შინ მოუგო "ტულუზს" - 26:21.

დავით ლოსაბერიძის "პომ" კი, რომელიც 25 ქულით მე-7 ადგილზეა, სტუმრად დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბურგუენი" - 7:0.

A ჯგუფი

პერპინიანი-ლიონი 24;13, ტულონი-ტულუზი 26:21, ბურგუენი-პო 0:7, კლერმონი-მონპელიე 13:7, ბაიონი-აჟნი 41:26.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 53 ქულა, 2. ტულონი - 42, 3. პერპინინი - 41, 4. აჟენი - 32, 5. ბაიონი - 30, 6. მონპელიე - 28, 7. პო - 25, 8. ტულუზი - 23, 9. ბურგუენი - 15, 10. ლიონი - 14.

გაცილებით უარესად ასპარეზობენ ქართველ მორაგბეთა გუნდები B ჯგუფში. აქ საუკეთესო შედეგი გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" აქვს, რომელიც 25 ქულით მე-5 ადგილზეა. "უმცროსმა ალპელებმა" მე-13 ტურში სტუმრად წააგეს ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" - 16:23.

"ტარბს" ამ გამარჯვების შემდეგ 18 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზეა.

B ჯგუფი

ტარბი-გრენობლი 23:16, ლა როშელი-კასტრი 36:20, ბორდო-ბრივი 18:13, სტად ფრანსე-ბიარიცი 28:26, ნარბონი-მეტრო რასინგი 29:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 54 ქულა, 2. ლა როშელი - 49, 3. ბიარიცი - 42, 4. ნარბონი - 36, 5. გრენობლი - 25, 6. კასტრი - 25, 7. ბრივი - 20, 8. ტარბი - 18, 9. მეტრო რასინგი - 12, 10. ბორდო - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ