"ატლანტა ჰოქსის" ქართველმა ცენტრმა "ნიუ ორლეანთან" 25 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ხოლო მისმა გუნდმა 72:94 მოიგო
გუშინ დავწერეთ: რატომ არის "ნიუ ორლეანთან" მატჩი ზაზა ფაჩულიასთვის ორმაგად მნიშვნელოვანი, ხვალ გეტყვით-თქო.

ხვალეც დადგა: ქართველმა ცენტრმა NBA-ში მე-600 მატჩი ითამაშა, რაც სახუმარო ციფრი ნამდვილად არ არის. ფაჩულიამ ამერიკულ კალათბურთში 2003 წელს შეაბიჯა, საწყისი ორი წელი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას შეალია, კარგად რომ გამოუვიდა, "ატლანტა ჰოქსმა" აიყვანა და რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილად აქცია. გეგმა მიზნად ძირითადი ბირთვის შენარჩუნებასა და აუტსაიდერიდან კონფერენციის ფავორიტად ქცევას ისახავდა.

- როგორც პერსპექტიულს აღარავინ გვიყურებს, ელიტარული კლუბების რიგში ვართ და შედეგებსაც წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ, - ამბობს ფაჩულია.

დღეს ზაზა აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტის, "ატლანტა ჰოქსის" სასტარტო ცენტრია და მისი დახმარებით გუნდი შინ თუ გარეთ ერთნაირი წარმატებით თამაშობს - ბოლო 14-დან მხოლოდ 3 მატჩი აქვს წაგებული.

არც "ნიუ ორლეან ჰორნეთსთან" (4 მოგება, 16 წაგება) სტუმრად გამარჯვება გაუკვირდებოდა ვინმეს. ჯორჯიელებმა "კრაზანები" მესამე მეოთხედში გატეხეს: პერიოდის ბოლოს 21:4 გაიქცნენ. სპურტს ფაჩულიამ სამი რეალიზებული საჯარიმოთი ჩაუყარა საფუძველი. ცხადია, დაცვაშიც მყარად იდგა.

მეოთხე რაუნდში მწვრთნელმა ხუთეულის წევრები, ფაჩულია, ტიგი, უილიამსი და ჯონსონი დაასვენა. მატჩი გამარჯვებამდე სათადარიგოებმაც მშვიდად მიიყვანეს - 94:72.

ნიუ ორლეანი-ატლანტა 72:94

ზაზა ფაჩულია: 25 წუთი, 5 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება, 2 შეცდომა, 3 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა