"ასტონ ვილას" მწვრთნელის თანამდებობა თავისუფალია. საქმეს ჯერჯერობით კევინ მაკდონალდი უძღვება, თუმცა ცნობილი გახდა...

"ასტონ ვილას" მწვრთნელის თანამდებობა თავისუფალია. საქმეს ჯერჯერობით კევინ მაკდონალდი უძღვება, თუმცა ცნობილი გახდა ახალი კანდიდატის ვინაობა: ეს გახლავთ გამოცდილი ალან კერბიშლი.

შეგახსენებთ, რომ კერბიშლი საფეხბურთო სცენაზე უკვე ორი წელიწადია არ გამოჩენილა. ბოლოს ის "ვესტ ჰემს" ედგა სათავეში, თუმცა, რამდენადაც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, "ასტონ ვილას" შეფები უკვე ელაპარაკნენ მას. როგორც ჩანს, ახლა საქმე მაკდონალდსა და კერბიშლის შორის ასარჩევად იქნება.

კერბიშლის კარირერაში ყველაზე დიდი მიღწევა "ჩარლტონ ატლეტიკის" პრემიერლიგაში დამკვიდრება გახლავთ. სხვა სიტყვებით, ის უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში გამოცდილი მწვრთნელია და "ასტონ ვილას" მოთხოვნაც სწორედ ეს იყო, თუმცა კერბიშლის გამოჩენა ნამდვილად არ ნიშნავს მაკდონალდისთვის ხაზის გადასმას.

შეგახსენებთ კერბიშლის "ვესტ ჰემიდან" წასვლის მიზეზსაც: მაშინ კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი მწვრთნელის ზურგსუკან გაყიდა. გარდა ამისა სათქმელია, რომ ის თავის დროზე "ასტონ ვილაში" თამაშობდა - ქალაქის მეორე გუნდიდან, "ბირმინგემ სიტიდან" გადავიდა და მისი მაისურა 36 შეხვედრაში მოირგო.

ამბობენ, რომ "სტოკთან" შეხვედრამდე "ვილას" შეფებმა შესაძლოა სხვა კანდიდატებიც მოძებნონ და მათი კანდიდატურებიც განიხილონ. დაირხა ხმა, თითქოს "ასტონ ვილას" თავკაცობით "ალკმაარის" ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანიც დაინტერესდა.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა