"ბორჯღალოსნების" ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი ჰყავს
ერთა თასის წლევანდელი გათამაშება 4 თებერვალს რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. ამავე დღეს საქართველოს ეროვნულ გუნდს დნეპროპეტროვსკში, უკრაინელებთან უნდა ეთამაშა, თუმცა დიდი ყინვების გამო შეხვედრა გადაიდო.

"ბორჯღალოსნების" ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი ჰყავს. "სტეჟარის" წლევანდელ ერთა თასზე გუნდის კაპიტანი, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ უთავკაცებს.

მან და მისმა ასისტენტებმა პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრებებთან მატჩებისთვის 34 მორაგბეს უხმეს. გამოძახებულთა შორის არ არის პაულიკა იონი, რომელმაც საწვრთნელ შეკრებაზე ოჯახური პრობლემების გამო ჩასვლა ვერ შეძლო.

ეროვნულ ნაკრებში თამაში დაასრულა შერკინების ბურჯმა სილვიუ ფლორეამ, მის ნაცვლად გუნდში ანდრეა ურსაკე გამოიძახეს, რომლის ძმა ვალენტინ ურსაკე დიდი ხანია "სტეჟარის" ღირსებას იცავს.

ერთა თასის სასტარტო ორ მატჩს გამოტოვებს მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცაც, რომელიც ფრანგულმა კლუბმა, "პერპინიანმა" არ გაანთავისუფლა. ნაკრებში გამოძახებული არ არის გარემარბი კატალინ ფერკუ. მას დისკვალიფიკაცია აქვს, რადგან ფრენის შიშით უარი თქვა ახალ ზელანდიაში გამგზავრებაზე და მსოფლიოს თასზე არ უასპარეზია.

ძველი გამოცდილი მოთამაშეებიდან ნაკრებში დარჩნენ დანუც დუმბრავა, იულიან დუმიტრაში, კრიტიან პეტრე და ვალენტინ კალაფეტეანუ. ამჟამად "სტეჟარის" საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულ მორაგბეთა უმრავლესობა, რუმინული რაგბის ახალი თაობაა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებს 10 მარტს ბუქარესტში დაუპირისპირდებიან.

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: ანდრეა ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), ნიკოლაი ნერე, დანიელ იანუსი, ვიორელ ლუკაჩი (სამივე-სტიაუა), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფლავიუს დობრე, კოსმინ რატიუ, (ოთხივე-დინამო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორკიოაია (კასტელსარასინი).

უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანი, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), გრიგორას დიაკონესკუ, დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (სამივე-სტიაუა), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, სტეფან ჩუნტუ, გეორგ კატუნა, იონუც ნიაჩუ (ხუთივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო), იულიან დუმიტრაში (ლურდი), დორინ მანოლე (ორტეზი).

ერთა თასი

4 თებერვალი

რუმინეთი-პორტუგალია

11 თებერვალი

რუმინეთი-უკრაინა

25 თებერვალი

რუსეთი-რუმინეთი

10 მარტი

რუმინეთი-საქართველო

17 მარტი

ესპანეთი-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა