საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესპანურ შეკრებაზე გამართულ პირველ საკონტროლო მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხდა
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" მარბელაში საკონტროლო მატჩი დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" გამართა და 2:8 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობებით ათამაშა:

ზურაბ მამალაძე (კახაბერ მეშველიანი, 83), დავით რაჟამაშვილი (თორნიკე აფციაური, 46), გიორგი ონიანი (გიორგი ხიდეშელი, 75), ალექსი ბენაშვილი (თეიმურაზ ღონღაძე, 46), გოგა ბერაია (შოთა ბაბუნაშვილი, 46), რატი წინამძღვრიშვილი, ლევან შარიქაძე (შოთა გრიგალაშვილი, 46), დავით მუჯირი (ჯაბა დვალი, 46), გურამ სამუშია (თორნიკე გორგიაშვილი, 46), მალხაზ გაგოშიძე (ედიკ საჯაია, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ზაალ ელიავა, 46).

"დნიპროს" ოფიციალურ ვერგვერდზე მიმდინარე ტექსტურ ტრანსლიაციას თუ დავეყრდნობით, შეხვედრა უკრაინელებს აქტიურად დაუწყიათ და უკვე მე-9 წუთზე მამალაძესთან პირისპირ კალინიჩი გასულა, თუმცა ზესტაფონელთა კარის დარაჯს უყოჩაღია.

თუმცა, ამ მომენტიდან ერთ წუთში "დნიპრომ" ანგარიშის გახსნა მაინც შეძლო - კუთხურის გათამაშების შემდეგ "ზესტაფონის" კარში გოლი ზოზულიამ შეაგდო.

უკრაინელები გოლის შემდეგაც აქტიურობდნენ და პრესინგს "ზესტაფონის" ნახევარზე მიმართავდნენ. მე-20 წუთზე დაახლოებით 13 მეტრიდან ოლეინიკის დარტყმული მამალაძის კარში რიკოშეტით გავიდა, კიდევ სამ წუთში კი კონოპლიანკამ 23 მეტრიდან უძლიერესი დარტმით გაიტანა.

ათიოდე წუთის შემდეგ იმავე კონოპლიანკამ კვლავ გამოიდო თავი - ზესტაფონელთა მცველების მოტყუების შემდეგ შორეულ კუთხეში ოსტატურად გაგზავნა ბურთი. სულ მალევე "დნიპრომ" ანგარიშის სხვაობა ხუთამდე გაზარდა - 37-ე წუთზე კალინიჩი გამოირჩა.

ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გააქტიურდა - ჯერ რაჟამაშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ვერ იხეირა. სამაგიეროდ, შეტევა გოლით წინამძღვრიშვილმა დაასრულა - 5:1. "დნიპროს" ვებგვერდის ცნობით, ჩვენებური თამაშგარეში ყოფილა, რაც მსაჯს ვერ შეუნიშნავს.

შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდების თავკაცებმა შემადგენლობებში ცვლილებები განახორციელეს. ზესტაფონელებმა თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს, რასაც 57-ე წუთზე გოლიც მოჰყვა - ზესტაფონელთა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი მაზუხმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:5.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, მეორე ტაიმის ნახევარში უხეშობამ იმატა - ჯერ ღონღაძის გამეტებით თამაშს ყვითელი ბარათი და დაშავებული კონოპლიანკას მოედნიდან გასვლა მოჰყვა, შემდეგ კი - "დნიპროს" ფეხბურთელის როტანისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება და შესაბამისად, გაძევება.

66-ე წუთზე უკრაინელთა მეექვსე გოლის გატანა მატეუსმა მოახერხა. მატჩის მიწურულს კი "დნიპრომ" ისევ იძალა და "ზესტაფონს" ჯერ პაშაევმა გაუტანა, შემდეგ კი დამატებულ დროში დუბლით თავი მატეუსმა მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს "ზესტაფონი" მარბელას ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, სადაც პირველ მეტოქედ ყაზანის "რუბინი" ეყოლება.

ემიგრანტი
გამარჯობათ ქართველებო, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები.ასევე მინდა ყველა ქართულ გუნდს ვუსურვო წარმატებები.რაც არ უნდა იყოს ვერავინ შემაცვლევინებს იმ აზრს რო 8-2 ძალიან ცუდი შედედია ასე რომ ერთმანეთსაც ნუ დავჭამთ და ვაღიაროთ რომ ძალიან ცუდი შედეგია . განსაკუთრებით ესეთ მოწინარმდეგესთან. რომ გენახათ ოლიმპიაკოსის და დნიპროს ანგარიში 2-8 დამთავრებულიყო არ იტყოდით ესენი ცუდად ხომ არ არიანო ? ხოდა ეხლაც უნდა დავინახოთ შედეგი და უნდა ვაღიაროთ რაღაც რაღაცეები .რადგან ქართული გუნდები არიან იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გავაკრიტიკოთ ( არც უნდა მივაყენოთ შეურაწყობა ) მე ქართველი ვარ უცხო ქვეყანაში და ძალიან მიყვარს საქართველო და ყველა გუნდის წარმატება გამიხარდება ერთი და იგივე დონზე და ყველა გუნდის დამარცხებაზე ერთი და იგივე დონეზე დამწყდება გული. ასე რომ ძალიან ცუდი ანგარიშია და მინდა რო მალე ქართულმა ფეხბურთხმაც გაგვახაროს . ამის დედა ვატირე საქართველოს თამაშებს რო ვუყურებ ისე ვღელავ რა კაროჩე ვერც წარმოიდგენთ და რაზე ჩვენც არ უნდა გავიხაროთ . გამოვფხიზლდეთ და ვისწავლოთ რომ ფეხბურთშუ ბევრი რამე არის საჭირო ( მონდომება,შრომა,ბრძოლა,პატივისცემა,ადამიანობა,ზრდილობა ერთმანეთის მიმართ და მოწინაღმდეგეების მიმართ , კაცობა და რაც მთავარია თავდაჯერება ) გაუმარჯოს ყველა ადამიანს
Lasha
5-0 სპარტასთან წააგო შარშან
mate
ამ მატჩის ონლაინი იყო და რა მაინტერესებს ამხელა გაზეთის პატრონები რატომ უნდა იყენებდეთ დნიპროს საიტის ტექსტურ ტრანსლიაციას?
negredo
რაც არ უნდა შეკრება იყოს როცა ხარ საქართველოს ჩემპიონი უკრაინის საშუალო დონის გუნდთან 8:2 არ უნდა განადგურდე...
beqa
რა დგეში ხართ რა სირცხვილზე საუბრობთ! ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონი არის იქნება და პირველი ქართული გუნდი იქნება რომელიც ლიგის ჯგუფურში გავა! ერთხელ ცააგო ესეთი ანგარიშიტ! სხვა 8 ცლის განმავლობაში მიჩვენეთ სტატისიკა სად წააგო ზესტაფონდა 5 0 ან ესე დიდი ანგარიშიტ გინდა ქართულ ლუბებტან გინდა უცხოსტან! სხვა გუნდების სირცხვილი გაიხსენეთ თქვენს ადგილას სირცხვილიაო იმას კიარ ვიტყოდი თანაგძნობას გამოვხატავდი მაგრამ თქვენ ინტერესებში არ შედის ზესტაფონი სხვა გუნდ ქომაგობთ და ჭაქცეულ ადამიანს რო ჩაწიხლავ ისე იქცევით ზესტაფონტან მიმართებაში. სირცხვილი ბოლოს ვნახოტ ვინ ისირჩხვილებს! ცარმატებები და გამარჯვებები საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს
mesi
დაწყნარდით ეს არის შეკრება და შეიძლება ყველა თამაში წააგონ .შარშანაც ცუდად დაიჭყეს თუ გახსოვთ ახლა მითუმეტეს სულ ახალი გუნდია ასერომ წინასწარ ნუ იშლით ნერვებს !
negredo
კაი ტო ტეხავს..თუ ტ**კი არა აქვთ საერთოდ ნუ თამაშობენ ესეთ გუნდებთან....ვაპშე გვარცხვენენ რა საქართველოს ჩემპიონიც ამას ქვია...
legenda
:D:D:D სასაცილოა და მეტი არაფერი 2:8 დაწყებისთვის კარგია ეხლა უნდა ვიჩალიჩოდ რო 0:6 წავაგოთ ხოლმე მერე 0:4 და ასე ერთი 10 წელიწადში შეილება წინააღმდეგობა გავუწიოთ დნიპროსნაირ გუნდს ..
ika
საქართველოს ჩემპიონიც ამას ქვია
kz
2-8 გამოვრთე მეტი ვეგარ გაუძელი...არ უნდათ და ვინ აძალებს ნეტა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა