ჯონ ტერი არის ადამიანი, ვისაც ბევრი სკანდალი უკავშირდება, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს
ჯონ ტერი არის ადამიანი, ვისაც ბევრი სკანდალი უკავშირდება. ის მეუღლეს თანაგუნდელის ცოლთან ღალატობდა, მამამისი მარიხუანით ვაჭრობდა, ბრალს სდებდნენ რასიზმში და ასე შემდეგ. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს. ჯეი ტის, როგორც ფეხბურთელს, დღეს გაგაცნობთ. ამაში "ჩელსის" რეზერვისტების ყოფილი წევრის სემ ტილენის მონათხრობი დაგვეხმარება.

ყველანი ვეცნობით საგაზეთო მასალებს იმაზე, თუ როგორ იქცევა ფეხბურთელი მინდორზე. ლოგიკურია, როცა გულშემატკივარი წარმოდგენას იმით იქმნის, რასაც ხედავს, ისმენს და კითხულობს, რადგან ფეხბურთელების პირადად გაცნობის საშუალება არ აქვს. ჟურნალისტების ნამუშევარში ხანდახან ძალიან ბევრი პროპაგანდა. შეიძლება მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობა სუფევდეს, შეიძლება ფეხბურთელის ყოფილი მეგობარი გოგონას პარტნიორი იყოს ან სულაც სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს.

ფეხბურთელებს თამაშისას ცხოვრების ტვირთი ზურგზე აქვთ მოკიდებული. მათგან ერთს ელოდებიან, როდის გატყდებიან.

არალოგიკურია, როცა ვარსკვლავებზე ღია გარემოში მათი ქცევით მსჯელობენ. მათი ჭეშმარიტი სახის დანახვა მხოლოდ საწვრთნელ ბაზაზე შეგიძლიათ. ბევრი მათგანი გაგაოცებთ, ბევრი კი იმედს გაგიცრუებთ, თუკი რეალურ ცხოვრებაში შეხვდებით. ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები ცნობილი ადამიანები არიან, არაფერს ცვლის. საქმე ის არის, რომ მათ ნიჭი ერთ კონკრეტულ სფეროში აქვთ, ისევე როგორც ექიმებსა და არქიტექტორებს.

"2002 წელს 17 წლისა ვიყავი. ტრავმის გამო 8 თვით დასვენება მომიხდა. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი, რათა ფორმაში ჩავმდგარიყავი. ამ დროს ტერიც რეაბილიტაციას გადიოდა. ასე რომ, მის გვერდით, 3 თუ 4 კვირა გავატარე. მას შემდეგაც, რაც ის გუნდს დაუბრუნდა, ყურადღებას არ მაკლებდა. გამოჯანმრთელების შემდეგ წარმატებაც მისურვა, თუმცა პირველივე შეხვედრაში ისევ დავილეწე. მორიგი ტრავმიდან სამ დღეში ოპერაცია დამინიშნეს.

ფიზიოთერაპევტმა მითხრა, რომ ჯეი ტი გრემ ლე სოსთან მისულა და უთხოვია, იქნება სადისციპლინო ფონდიდან თანხები გამოვნახოთ სემისთვის შვებულების ფულის გადასახდელადო. ამის დაჯერებაც კი გამიჭირდა. 10 დღის შემდეგ ჯონი ბაზაზე ვნახე, მახარა, კლუბმა შვებულება მოგცა და შეგეძლია შენს მეგობართან ან ძმასთან ერთად გაატაროო. "მესმის, რომ ამის ფული არ გექნება, უბრალოდ მოიფიქრე სად გინდა წასვლა და მითხარი ყველაფერს ორგანიზებას გავუწევთ", - მითხრა მან.

ერთადერთი, რაც შემეძლო, მადლობის გადახდა იყო. მაშინ ძალიან ფერმიხდილი ვიყავი, რადგან ოპერაციის დროს ბევრი სისხლი დავკარგე და ეს სახეზეც მეტყობოდა. დედაც ახალი ნაოპერაციები მყავდა და მცირე დასვენება ნაღდად არ გვაწყენდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი წაყვანა. ვიფიქრე, უქმეებზე სევილიაში გავფრენილიყავით. როცა ჯონმა ეს გაიგო, მითხრა: "კარგი რა, სემ, საიდან მოიტანე ეს სევილია? ოქტომბერია, სითბო ნამდვილად არ იქნება. წადით, მაგალითად, კარიბის კუნძულებზე, წარმოიდგინე, პლაჟზე დასხდებით და არაფერი შეგაწუხებთ. ნუ იფიქრებ რა ეღირება, ყველაფერს გადავიხდით".

ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ტრინიდადზე შევაჩერე არჩევანი. წასვლის წინა საღამოს ჯონმა ჯიბის ფულიც მომცა, არ მინდოდა გამორთმევა, მაგრამ მან სხვა გზა არ დამიტოვა.

შვებულებიდან რომ დავბრუნდი, თავს ისე ვგრძობდი, თითქოს თავიდან დავიბადე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მზად ვიყავი, ფეხბურთი კიდევ მეთამაშა. ტრავმის შემდეგ პირველ შეხვედრაში (რეზერვისტთა გუნდში) 6 თვის თავზე ვითამაშე. ჩვენი თამაში დილის 10 საათზე იყო, ძირითად გუნდს კი 3-ზე უნდა ევარჯიშა. ჯონი სპეციალურად მოვიდა ჩემს სანახავად. ის რა თქმა უნდა არ იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა.

ჯონმა ერთხელ რეზერვისტთა გუნდის ფეხბურთელებს მანქანის ტარების სასწავლო კურსის ფული გადაუხადა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ ბიჭებისთვის, რომლებიც კვირაში 80 ფუნტს იღებდნენ, ის ძალიან ძვირი იყო. ეს ბიჭები პირველი გუნდის ფეხბურთელებს ბუცებს უწმენდნენ ხოლმე, ყველას ჯონის, ლემპარდის, მორისისა და გუდიონსენის სამსახური სურდა, ისინი ყველაზე დიდ ბონუსებს იხდიდნენ.

ტერი მხოლოდ ბუცების გაწმენდისთვის კი არ აჯილდოებდა, მათ ჯარიმებსაც იხდიდა, თუკი მიაჩნდა, რომ მათ კლუბი არასამართლიანად ექცეოდა. რა თქმა უნდა ისინი ამაზე არსად არ ლაპარაკობდნენ. ჯონის ყოველთვის ახსოვდა, რას ნიშნავდა რეზერვისტობა.

ის იდეალური კაპიტანი იყო და ამიტომაც ყოველთვის ნახულობდა დროს მათთან სალაპარაკოდ. რეგულარულად ინტერესდებოდა მათი საქმეებით, როცა ვინმე კარგად ითამაშებდა, არ ავიწყდებოდა მიელოცა და მხარზე ხელი დაერტყა. ტერი ხელს უწყობდა ხოლმე ბიჭების ადაპტაციას ახალ გარემოში. მოედანზეც და კობემის სავარჯიშო ბაზაზეც დიდებული იყო. ყოველთვის სხვებზე მეტს ვარჯიშობდა. ყოველ ჩვენგანს ის მისაბაძ მაგალითად მიაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesimania
მარტალია არაკაცურად მოიქცა დძმაკაცის ცოლი რო გაჯიმა მაგრამ. მარტლა მაგარი მცველია ერთერთი უძლიერესი და ჩელსის სული და გული მარტო ის მომენტი რად ღირს მსოფლიოზე გერმანიასთან ტავით რო გააკეთა პატკატი
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა