"გარდიანმა" დაწერა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ორ ნიჭიერ რეზერვისტს შეელიოსო
გუშინ დილას ავტორიტეტულმა გამოცემა "გარდიანმა" დაწერა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ორ ნიჭიერ რეზერვისტს შეელიოსო.

ლაპარაკია რაველ მორისონსა და ზეკ ფრაიერსზე. ის, რომ მორისონი ძალიან ნიჭიერია, ამას თავად ალექს ფერგიუსონიც არ უარყოფს, მაგრამ ფეხბურთელს მეტისმეტად რთული ხასიათი აქვს.

ახალგაზრდული გუნდების მენეჯერები თუ მწვრთნელები მის დამორჩილებას ვერაფრით ახერხებენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქმეში სერ ალექსი ჩაერია და "იუნაიტედში" ფეხბურთელის მომავალს ხაზი გადაუსვა.

როგორც ამბობენ, ეს შობის დღეებში მოხდა. "მანჩესტერი" მორისონს პროფესიულ კონტრაქტს არ შესთავაზებს. შესაბამისად ფეხბურთელს კარიერის ასაწყობად სხვა კლუბის მონახვა მოუწევს. მისი სამსახურით "ნიუკასლი" და "ბოლტონი" იყნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ფეხბურთელმა მოულოდნელად ორივეს უარი უთხრა.

მორისონის ტრანსფერზე ინფორმაციას ადასტურებს "ტელეგრაფიც". მეტიც, ის ამტკიცებს, რომ "იუნაიტედმა" "ვესტ ჰემთან" სატრანსფერო თანხა უკვე შეათანხმა. თუკი ეს მართალია, მაშინ "ჩაქუჩებს" 18 წლის ფეხბურთელთან პირადი ხელშეკრულების საკითხიღა დარჩებათ მოსაგვარებელი.

რაც შეეხება 19 წლის ზეკ ფრაიერსს: "გარდიანი" და "ფიფლი" ამტკიცებენ, რომ რაკი ზეკის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის და თანაც ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მიერ შეთავეზებულ კონტრაქტზე უარი თქვა, კლუბი მასაც დაუფიქრებლად შეელევა. ფრაიერსით "ტოტენჰემია" დაინტერესებული. "დეზები" მზად არიან, ფეხბურთელში 750 ათასი ფუნტი გაიღონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე