ვეტერანი აცხადებს, რომ მისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო უელსელთა თავკაცის გარი სპიდის სუიციდი
"ლივერპულის" 32 წლის უელსელი თავდამსხმელის კრეიგ ბელამის თქმით, მას საკმაოდ გაუჭირდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც ტოვებს უელსის ნაკრებს და ამიერიდან კონცენტრაციას მხოლოდ "ლივერპულის" მატჩებზე მოახდენს.

ვეტერანი აცხადებს, რომ მისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო უელსელთა თავკაცის გარი სპიდის სუიციდი. ნაკრებიდან წასვლაზე პირველად ის სწორედ მაშინ დაფიქრდა.

"ამიერიდან ძალიან გამიჭირდება ნაკრებში ასპარეზობა და ეს ყოველივე სწორედ გარის ხსოვნის გამო, - განუცხადა ვალიელმა "დეილი მირორს". - უელსის ფედერაციას უკვე ვაცნობე, რომ 29 თებერვალს კოსტა რიკის ნაკრებთან ვითამაშებ და მერე ალბათ ეროვნულ გუნდს სამუდამოდ დავტოვებ".

გუშინდელ ნომერში უკვე გაცნობეთ, რომ "ლივერპულმა" შვედი მეკარე, 22 წლის კრისტოფ ნორდფელდტი გადაიბირა. თუმცა სკაუზერები ამით არ დაკმაყოფილდნენ და "რექსჰემიდან" 18 წლის გოლკიპერი დენი უორდიც შეიძინეს.

მკითხველს განვუმარტავთ, რომ გასულ სეზონში ამ სახელისა და გვარის ფეხბურთელი "ბოლტონშიც" თამაშობდა და ის "ლივერპულის" შენაძენში არ აერიოს.

რაკი ენფილდელებმა ერთბაშად ორი პერსპექტიული ფეხბურთელი გადაიბირეს, თავისი სამსახური ზედმეტად მიიჩნია "ლივერპულის" რეზერვისტთა 21 წლის კარის დარაჯმა, დანიელმა ალან ჰანსენმა და კლუბს ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. ფანჯრის დახურვამდე მოსალოდნელი იყო, რომ ალანს მშობლიურ "ვიბორგში" 1,5-წლიანი იჯარით გაუშვებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა