ამერიკაში საავტომობილო სეზონი დაიტონას ლეგენდარული 24-საათიანი რბოლით გაიხსნა
ამერიკაში საავტომობილო სეზონი დაიტონას ლეგენდარული 24-საათიანი რბოლით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკული სარბოლო სერიების საუკეთესო წარმომადგენლებმა. რბოლა "ფორდის" ტრიუმფით აღინიშნა. პოდიუმზე ავიდა სამი ეკიპაჟი, რომელთა მანქანები სწორედ "ფორდის" ძრავებით იყო აღჭურვილი.

გამარჯვება "მაიკლ შენკს რეისინგის" გუნდმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ - ეი ჯეი ალმენდინგერი, ოზ ნეგრი, ჯონ პიუ და ჯასტინ უილსონი. გუნდის მფლობელისთვის - მაიკლ შენკისთვის ეს პირველი მოგებაა დაიტონაზე, რომელსაც მან მე-12 ცდაზე მიაღწია.

რბოლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ეი ჯეი ალმენდინგერი გახდა, რომელმაც ამასწინ ცნობილ საჯინიბოსთან - "პენსკესთან" გააფორმა კონტრაქტი და წელს ნასკარის სერიაში გამოვა. 30 წლის ამერიკელი ბოლო სამი საათი თავად იჯდა საჭესთან და შეძლო შოტლანდიელი ლიდერის რაიან დალზილის გასწრება, გარდა ამისა, მოიგერია მეორე შოტლანდიელის, სახელგანთქმული ალან მაკნიშის ხისტი იერიშები და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა.

რბოლა ჩააგდო ფავორიტმა საჯინიბომ - "ჩიპ გენასი რეისინგმა", რომელმაც ამჯერადაც შეკრიბა ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ ჯეიმი მაკმიურეიმ, ხუან-პაბლო მონტოიამ, სკოტ დიქსონმა და დარიო ფრანკიტიმ ვერ შეძლეს მომავალ გამარჯვებულებთან გამკლავება. ამის მიზეზი, ძირითადად, ტექნიკური პრობლემები იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა