კრივის სფეროში მომუშავე ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ (BWAA) გამოკითხვის შედეგები შეაჯამა
კრივის სფეროში მომუშავე ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ (BWAA) შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომელსაც 2011 წლის საუკეთესო მოკრივე უნდა გამოევლინა. გამოკითხვაში პირველი ადგილი 27 წლის ანდრე უორდმა დაიკავა, - წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

უორდის მთავარი კონკურენტები იყვნენ ფილიპინელები - ნონიტო დონერი და მენი პაკიაო, აგრეთვე ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი. არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რა ადგილები დაიკავეს სხვა მოკრივეებმა, თუმცა აზუსტებენ, რომ უორდმა უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.

უორდი 76.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფლობს WBC-ის ტიტულს, გარდა ამისა, WBA-ის ვერსიით "სუპერჩემპიონად" მოიხსენიება.

2011 წელს უორდმა ორი ბრძოლა გამართა. მაისში დაამარცხა გერმანელი არტურ აბრაჰამი, დეკემბერში კი ბრიტანელი კარლ ფროჩი. ორივე შემთხვევაში მსაჯებმა უორდს ერთხმად მიანიჭეს გამარჯვება. ეს ბრძოლები საშუალო წონაში Super Six-ის ტურნირის რანგში ჩატარდა. ამ ორწლიანი შეჯიბრის გამარჯვებული სწორედ უორდი გახდა. სულ კარიერაში ამერიკელმა 25 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.

BWAA-მ წლის მწვრთნელად ვირჯილ ჰანტერი დაასახელა, რომელიც უორდთან მუშაობს. წლის ბრძოლად აღიარეს პოლონელი პაველ ვოლაკისა და დომინიკელი დელვინ როდრიგესის დაპირისპირება, რომელიც ივლისში გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა