საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებს
ერზრუმში ყინულის ჰოკეისტთა შავი ზღვის ლიგის გათამაშების ბოლო დღეს "ყინულის რაინდებმა" მასპინძლებთან მესამე შეხვედრა გამართეს. წინა ორთაბრძოლისგან განსხვავებით (შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის მატჩის პირველი პერიოდი ქართველმა ჰოკეისტებმა 1:0 მოიგეს), თურქებმა მთელი ოცწუთიანი მონაკვეთი იერიშებში გაატარეს და სტუმრების კარში ორი შაიბაც გაიტანეს.

მეორე პერიოდის დასაწყისშივე ამირან გეფერიძის, გია ოგანეზიანისა და ვახტაგ გოგიჩაშვილის სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დამთავრდა - 2:1. რომ გვეგონა, ქართველი ჰოკეისტები მატჩის თავიანთ სასარგებლოდ შემობრუნებას შეძლებდნენ, სწორედ მაშინ დაუშვეს ზედიზედ რამდენიმე უხეში შეცდომა და ერთი მეორის მიყოლებით აღმოჩნდნენ საჯარიმო სკამზე, რითაც ისარგებლეს თურქებმა და მონაგარი ხუთი გოლით გაიმდიდრეს - 7:1.

მესამე პერიოდის დასაწყისში როცა ანგარიში გახდა 8:1, მცირერიცხოვანმა ქართველმა ქომაგებმა ხელი ჩავიქნიეთ. არადა, სწორედ ამ დროს ამოქმედდა პირველი ხუთეული - ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე და გოგიჩაშვილმა (3), ჯეირანაშვილმა და ოგანესიანმა მასპინძლებს ხუთი შაიბა გაუტანა. მართალია, "ყინულის რაინდებმა" მესამე პერიოდი 5:2 მოიგეს, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - ერზრუმელებმა მესამე ორთაბრძოლა 9:6 მოიგეს.

ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველების 14-წლიანთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში, როგორც გაუწყეთ, მხოლოდ 11 ჰოკეისტი თამაშობდა, ორი შეხვედრა გამართა: დილით ჩვენმა ბიჭებმა სტამბოლელ თანატოლებს საფეხბურთო ანგარიშით - 1:0 სძლიეს: თემურ ვედიაპინის პასით გოლი საბა ნატროშვილმა გაიტანა. საღამოს ჭაბუკებში თურქეთის ჩემპიონ ერზრუმელებს დაუპირისპირდნენ და 2:7 დამარცხდნენ (ჩვენებურთაგან ვედიაპინმა და ზაზა ღონღაძემ იყოჩაღეს).

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ვესაუბრე ერზრუმელთა ამერიკელ მთავარ მწვრთნელ კეიტ მაკადამსს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავია, ერზრუმელებს კი ერთ წელიწადზე მეტია, ავარჯიშებს:

- სამი დღის განმავლობაში საინტერესო ორთაბრძოლები ვნახეთ. იმის მიუხედავად, რომ "ყინულის რაინდებს", როგორც შევიტყვე, ცხრა თვის განმავლობაში ყინულზე არ უვარჯიშიათ, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, განსაკუთრებით მეორე მატჩსა და მესამე შეხვედრის მესამე პერიოდში - პირველი პაექრობისგან განსხვავებით, უფრო ორგანიზებულად თამაშობდნენ, აგრესიულად გამოიყურებოდნენ თავდასხმაში, რაც შედეგშიც აისახა.

სამივე მატჩის წაგების ერთ-ერთ მიზეზი ის არის, რომ თქვენი გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ჩამოვიდა ერზრუმში. ჩვენ კი მოთამაშეთა შეცვლის მეტი შესაძლებლობა გვქონდა, თანაც ერთი წელიწადია, ამ შესანიშნავ სასახლეში ვვარჯიშობთ.

დღეს მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. ნაკლებად ჩანან სპონსორები. სწორედ ამის გამო შარშან თურქეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა მოვახერხეთ.

დიდი მადლობა თქვენი ფედერაციის გენერალურ მდივან სანდრო ვაშაკიძეს, რომელმაც გამონახა სახსრები და გუნდები ჩამოიყვანა ერზრუმში, შავი ზღვის ლიგის გათამაშება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა. მის ადგილას სხვას შეეძლო ეთქვა, პირობები არ გვაქვს, ვერ ვითამაშებთო და ტურნირი ჩაეშალა.

მიმაჩნია, რომ სამმა დღემ დიდი გამოცდილება შეგვძინა ჩვენცა და თქვენც, რადგან ეს შეჯიბრება ურთიერთგამოცდილების გაზიარებაც იყო - ერთმანეთი გავამდიდრეთ. როგორც გითხარით, კარგი ბიჭები გყავთ. მართლაც, გამაოცა მათმა შემართებამ. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ გუნდთან. დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრებისთვის "ყინულის რაინდები" უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება...

- ჩვენს ბიჭებს სათანადო პირობები რომ შევუქმნათ, ისინი ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ, არა მარტო თურქეთს, არამდე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც. საამისოდ მათ ყველა მონაცემი აქვთ. უპირველესად, ყინულია საჭირო - სტანდარტული მოედანი, რომელიც როგორც ჰოკეისტების, ისე ფიგურულად მოციგურავეების გაზრდაში დაგვეხმარება, - გვითხრა ქართული ჰოკეის ერთ-ერთმა პიონერმა ნოდარ დონაძემ.

გუშინ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა. ფედერაციიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ვაშაკიძემ და "ყინულის რაინდების" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ნატროშვილმა შავი ზღვის ლიგის თურქულ ბატალიებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.

კერძოდ, ითქვა, რომ ლიგის მეორე ეტაპს ისევ ერზრუმი უმასპინძლებს 23-25 მარტს, ხოლო 27-29 აპრილსა და 3-5 მაისს ბოლო ორი ეტაპი ბათუმში გაიმართება. 2013 წლიდან კი საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ფედერაციაში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადს წარადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა