მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემდეგ, რუსეთი კიდევ ერთი საკვალიფიკაციო "ეტაპის ჩაგდებას" ვერ გადაიტანს...

B ჯგუფი

3 სექტემბერი

სომხეთი-ირლანდია

ანდორა-რუსეთი

სლოვაკეთი-მაკედონია

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემდეგ, რუსეთი კიდევ ერთი საკვალიფიკაციო "ეტაპის ჩაგდებას" ვერ გადაიტანს. გუუს ჰიდინკი დიკ ადვოკაატმა შეცვალა და რუსები მას მიზნად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას უსახავენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან რუსეთის ნაკრებს არც ამჯერად უმტყუნა ბედმა და ისეთ ჯგუფში მოხვდა, რომელშიც პირველი ადგილის დაკავება ნამდვილად ხელეწიფება. ადვოკაატის გუნდის მთავარი კონკურენტები ირლანდია და სლოვაკეთი იქნებიან, თუმცა არც მაკედონია უნდა ჩამოვწეროთ.

რუსეთი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ჯგუფის უპირობო აუტსაიდერთან, ანდორასთან გასვლითი მატჩით იწყებს. მართალია, ისეთი დრო დადგა, რომ ზერელედ არცერთ გუნდს აღარ უნდა შეხედო, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსები შესარჩევ ციკლს სამი ქულით დაიწყებენ. რაც მთავარია, ადვოკაატს ჯანმრთელად ჰყავს გუნდის ლიდერი ანდრეი არშავინი, რომელიც ანდორელების კარს სავარაუდოდ, შტუტგარტელ პაველ პოგრებნიაკთან ერთად შეუტევს.

ლოგიკურად, პირველ ტურში სამი ქულის მოპოვება არც ირლანდიის ნაკრებს უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ირლანდიელებს რუსებზე რთული მატჩი ელით - სომხეთში. მას მერე, რაც ირლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური სკანდალურად დაკარგა (გაიხსენეთ ტიერი ანრის ხელით თამაში), ჯოვანი ტრაპატონი და მისი შეგირდები ორმაგად მოტივირებულები არიან. ტრაპატონის თქმით, მისი გუნდისთვის ერევნიდან სამი ქულის წაღება აუცილებელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მატჩში ტრაპი ტრავმირებულ დემიენ დაფს ვერ გამოიყენებს.

ჯგუფის მესამე ფავორიტს, სლოვაკეთის ნაკრებს კი, პირველ ტურში მეტოქედ აუტსაიდერთა ტრიოდან ყველაზე ძლიერი, მაკედონიის ნაკრები ერგო. მინიმუმ სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ, სლოვაკეთს ყველა პატივს სცემს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რობერტ ვიტეკმა (4 გოლი) და კომპანიამ სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს. სლოვაკებიც მხოლოდ სამ ქულას გეგმავენ, მაგრამ არ ავიწყდებათ, რომ მაკედონიის ნაკრების ჩამოწერა არ შეიძლება. სტუმრებს თავიანთი ლიდერი, გორან პანდევი მწყობრში ჰყავთ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა