ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა "დნიპროსთან" განცდილი მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ესპანურ შეკრებაზე გამართულ პირველ საკონროლო მატჩში, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან", დიდი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მშვიდადაა და დარწმუნებული აცხადებს, რომ მოსამზადებელ პერიოდში გუნდი ყველა ხარვეზის აღმოფხვრას შეძლებს და საქართველოს ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

გიორგი ჭიაბრიშვილთან ინტერვიუ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

"დნიპროსთან" თამაშმა გუნდის უამრავი მინუსი დაგვანახა, რომელზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ვაანალიზებთ მათ და დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ჩემპიონატის განახლებამდე ის პრობლემები აღარ გვექნება.

მართალია, "დნიპრო" გრანდებს არ მიეკუთვნება, მაგრამ მაინც ძლიერ და კარგად მომზადებულ გუნდს ვეთამაშეთ. თუმცა ანგარიში 2:8 ჩვენი გუნდის ძალას არ ასახავს. უბრალოდ, ამ მატჩში ძალიან ბევრ ახალწვეულს ერთად მივეცით თავის გამოჩენის საშუალება, რამაც თამაშზეც იმოქმედა.

სიმართლე გითხრათ, ასეთ ანგარიშს არ ველოდი, თუმცა შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, იმ დატვირთვების გათვალისწინებით, რომელიც გუნდს თამაშამდე ჰქონდა, კარგი თამაშის მოლოდინი არ მქონდა.

რაც შეეხება ესპანურ შეკრებაზე "ზესტაფონის" მომავალ მატჩებს, ჩვენი მიზანი "მარბელიას თასზე" აუცილებლად ჩემპიონობა არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მონაწილეობით უნდა დავკმაყოფილდეთ. გვინდა მაქსიმალური შედეგი და გამოცდილება მივიღოთ და გავიგოთ, რა დონეზე შეგვიძლია ძლიერ გუნდებთან თამაში.

გარწმუნებთ, მომავალ მატჩებში სულ სხვა "ზესტაფონი" იქნება და გაცილებით უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე უკრაინულ გუნდთან

საერთოდ კი, ეს ტურნირიც და მთლიანად შეკრებაც იმისთვისაა, რომ გუნდმა ჩემპიონობის გზა, რომელიც დაწყებულია, ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს".

შეგახსენებთ, რომ ესპანურ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" "მარბელიას თასზე" 3 თებერვლიდან ჩაერთვება და პირველ შეხვედრას ყაზანის "რუბინთან" გამართავს.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო