თუმცა, დევიზი უცვლელია: შეტევა

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი "რომაა", რომელსაც იტალიაში უკვე შეარქვეს "გუნდი გამოცანა".

ეს ალბათ დროებითი ამბავია და ნელნელა ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ სეზონში "ჯალოროსის" თამაშების პროგნოზირება ყველაზე რთული საქმეა.

იყო შეხვედრები, რომლებიც ლუის ენრიკეს გუნდმა საოცრად ჩაატარა - თითქოს ნათლად დავინახეთ, რომ გუნდი სწორად ვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ მაშინ აქვს "რომას" ჩავარდნები, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდებით. თუნდაც XX ტური ავიღოთ, როდესაც "ჯალოროსიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, მეტოქეს ქულა დაუთმო. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა "გაძეტა დელო სპორტის" ლუის ენრიკეს, რომელმაც ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ იტალიაში მუშაობა ასეთი რთული იქნებოდა. აბსოლუტურად ყველა გუნდი ტაქტიკურად იდეალურად არის განსწავლული და თუ ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ, აუცილებლად დაისჯები.

ახალ გუნდს ვაკეთებთ, ამ პროცესს კი ბევრი ექსპერიმენტი ახლავს თან - მაგალითად, ესპანეთში ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ბევრად უმტკივნეულო იქნებოდა, იტალიაში კი თითოეული ირაციონალური გადაწყვეტილება შეიძლება მარცხის ფასად დაგიჯდეს.

ამიტომ, "რომა" ხშირად იწვევს გულშემატკივართა გაკვირვებას და პროგნოზებს ნაკლებად ექვემდებარება. თუმცა, ისიც უნდა განვაცხადო, რომ ექსპერიმენტების ეტაპი პრაქტიკულად უკან მოვიტოვეთ და დადგა ის დრო, როდესაც გუნდი შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

შესაბამისი ცვლილებები მოხდა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში და სეზონის მეორე ეტაპზე, განსხვავებულ "რომას" იხილავთ. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ შემტევ ფეხბურთზე უარს ვიტყვით - არამც და არამც, ისევ შევუტევთ და ჩვენი თამაშისგან გულშემატკივარი ისევ მიიღებს სიამოვნებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა