ქართველ მსაჯებს თეორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, საკონტროლო მატჩების განსჯის პრაქტიკა უნდა მიეღოთ
უმაღლესი ლიგის კლუბების მსგავსად, შეკრებაზე, წესით, ქართველი მსაჯებიც უნდა წასულიყვნენ. გეგმის მიხედვით, ისინი ანთალიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ, სადაც თეორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, საკონტროლო მატჩების განსჯითაც კარგი პრაქტიკა უნდა მიეღოთ. თუმცა შევიტყვეთ, რომ მიზეზთა გამო ეს შეკრება ჩაიშალა.

დიდთოვლობის გამო შეკრება თბილისშიც არ დაწყებულა და სავარაუდოდ, მსაჯთა კორპუსი მხოლოდ სემინარით შემოიფარგლება. თოვლმა ნორმატივების ჩაბარების ვადაც გადასწია, თუმცა 14 თებერვლამდე, ანუ სეზონის განახლებამდე მსაჯები ტესტირებას აუცილებლად გაივლიან.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ფიფამ საბოლოოდ დაგვიმტკიცა იმ მსაჯების სია, რომლებსაც 2012 წელს ფიფას არბიტრებისა და ასისტენტების სტატუსი ექნებათ. ფიფას არბიტრი საქართველოს კვლავ ოთხი ეყოლება - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი. სამაგიეროდ, გვყავს ფიფას სამი ახალი ასისტენტი - ირაკლი უკლება, ზაალ ბერულავა და ლევან ვარამიშვილი.

უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება ქართველი მსაჯების საერთაშორისო მატჩებზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციებს მიიღებს, თუმცა პირველი ცნობა უკვე მოსულია - 29 თებერვალს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილის ბრიგადა განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა