გიბრალტარში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე ერთი ტურით ადრე ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა
გიბრალტარში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომელმაც მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებს მოუყარა თავი, დასასრულს მიუახლოვდა.

ქალებში ტურნირის მთავარი პრიზის ორგზის მფლობელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე 7 ტურის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო, მაგრამ მე-8 ტურში რუს პიოტრ სვიდლერთან დამარცხდა და 5,5 ქულით მე-19 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ეს ტური წარუმატებელი აღმოჩნდა ნინო ხურციძისა და სალომე მელიასთვის - ისინი, შესაბამისად, საბინო ბრუნელოს და კაიდო კულაოტსს დანებდნენ, ლელა ჯავახიშვილი კი გაბრიელ სარგისიანს დაუზავდა.

გათამაშების ცხრილის სათავეში 6,5-6,5 ქულით ქალებში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) და მაიკლ ადამსი (ინგლისი) აღმოჩნდნენ. 14-მა მოჭადრაკემ ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვა.

გუშინდელ მე-9 ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას მეწინავეთა პარტიები იპყრობდა. კვლავ იყოჩაღა ჰოუ იფანმა - ალექსეი შიროვს 53-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. ზოლტან ალმაში და მაიკლ ადამსი 68-ე სვლაზე დაზავდნენ, რაც სასურველი შედეგი გამოდგა ჰოუ იფანისთვის, რადგან იგი ერთპიროვნულად დაწინაურდა.

დიდხანს იბრძოდნენ გამარჯვებისთვის ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი და ნანა ძაგნიძე. ენდშპილში საგრძნობ უპირატესობას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია და მეტოქეებმა 77-ე სვლაზე ზავს მოაწერეს ხელი. ლელა ჯავახიშვილი ინდოელ აბჯით გუფთასთან დამარცხდა, ნინო ხურციძეს სვამინათან სოუმიამ (ინდოეთი) სძლია, სალომე მელიამ კი ევენ თინსთადს აჯობა.

ბოლო ტურის წინ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: ჰოუ იფანი- 7,5, ადამსი, მამედიაროვი, სასიკირანი, ბოლოგანი, შორტი-7-7 ქულა... ძაგნიძე-6, მელია-5,5, ჯავახიშვილი, ხურციძე-4,5-4,5 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა