მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარ მწვრთნელს ქართველი ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება სურს
დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" ჯერ განათხოვრებული, შემდეგ კი უკან უკრაინულ გრანდში დაბრუნებული დავით თარგამაძის შესახებ მარიუპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ლეონოვმა დანანებით ისაუბრა.

"ილიჩივეცი" მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. გუნდთან ერთადაა თორნიკე ოქრიაშვილიც. რაც შეეხება თარგამაძეს, გუნდის თავკაცს მისი დაბრუნება ძალიან სურს და ამას დაუფარავად აცხადებს, თუმცა ქართველს გრანდში დამკვიდრებას გულწრფელად უსურვებს.

- რას ვიზამთ, თარგამაძე ხომ დონეცკურ კლუბს ეკუთვნის. ვფიქრობ, ის "შახტარის" შეკრებაზე თავის წარმოჩენას შეძლებს და მირჩა ლუჩესკუ გუნდში დაიტოვებს.

- სანამ "შახტარში" წავიდოდა, დავით თარგამაძეს შემადგენლობაში უკვე მოაზრებდით?

- გუნდში მის ადგილს კი ვხედავდი, მაგრამ რად გინდა - შეკრებაზე "შახტარს" გაჰყვა. გეტყვით, რომ თარგამაძემ, ისევე როგორც მისმა თანამემამულე ოქრიაშვილმა, ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინეს.

- ეგებ ჯობდა კიდეც, რომ გუნდიდან სწორედ ახლა "წაგართვეს", და არა ორი-სამი თვის შემდეგ, როდესაც ათამაშდებოდა.

- ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. მე პირადად დავითს ვუსურვებ, დაიმკვიდროს ადგილი "შახტარში", მაგრამ ღმერთმა არ ქნას და, თუ ეს არ გამოუვიდა, მისი "ილიჩივეცში" კვლავ ხილვა ძალიან გამახარებს.

თარგამაძე კარგი ადამიანი და კვალიფიციური მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის შეიძლება დაეყრდნო.

- მისი წასვლა "ილიჩივეცისთვის" დანაკლისია?

- ამის შესახებ მეორე შეკრების შემდეგ შემეძლო მეპასუხა.

მომზადებულია fanat.ua-ის მიხედვით

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა