31 წლის კოტო მეხუთე მოკრივეა, ვისაც რინგზე თანამედროვეობის ორ საუკეთესო მებრძოლთან მოუწია დაპირისპირება
ნახევრადსაშუალო წონაში (66.7 კგ) WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი მორიგ ბრძოლას პირველ საშუალო წონაში (69.8 კგ) WBA-ის ვერსიით ჩემპიონთან, პუერტორიკოელ მიგელ კოტოსთან გამართავს. შეხვედრა, რომელშიც კოტოს კუთვნილი საჩემპიონო ქამარი გათამაშდება, 5 მაისს ლას ვეგასში ჩატარდება.

31 წლის კოტო მეხუთე მოკრივეა, ვისაც რინგზე თანამედროვეობის ორ საუკეთესო მებრძოლთან მოუწია დაპირისპირება.

2009 წლის ნოემბერში მან მე-12 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო ფილიპინელ მენი პაკიაოსთან. ახლა, მას არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ მეივეზერთან.

ფლოიდ მეივეზერი: "მიგელ კოტო - უმაღლესი დონის მოკრივეა, რომელიც კვლავაც ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასთან მისსავე წონაში გაჯიბრება სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ სწორედ ასეთი ბრძოლებისას ვიღებ დიდ მოტივაციას, რათა უფრო მეტად მონდომებით ვივარჯიშო. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი ტიტულების კოლექცია შეივსება, კოტოს ბატონობა კი 5 მაისს დასრულდება".

მიგელ კოტო: "მე აქ იმისთვის ვარ, თანამედროვე კრივის საუკეთესო წარმომადგენლებს ვეჩხუბო. არც ერთ მეტოქესთან ბრძოლისთვის თავი არ ამირიდებია. ყველა გამოწვევას ვიღებდი, რათა ჩემი თაყვანისმცემლებისთვის მიმეცა ის, რაც მათ მოსწონთ - სანახაობრივი ბრძოლები. 5 მაისს მე დამაჯერებლად დავამარცხებ ფლოიდ მეივეზერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა