გუშინ, ამერიკის ქალაქ ტამპაში 90 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ანჯელო დანდი გარდაიცვალა
გუშინ, ამერიკის ქალაქ ტამპაში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი ანჯელო დანდი.

ბევრი მას იცნობს, როგორც დიადი მოჰამედ ალის მწვრთნელს, მაგრამ თავის კარიერაში, რომელიც დაახლოებით 60 წელი გრძელდებოდა, დანდიმ ბევრი მოკრივე გაწვრთნა, მათ შორის მსოფლიოს 15 ჩემპიონი: შუგარ რეი ლეონარდი, ხოსე ნაპოლესი, ჯორჯ ფორმენი, ჯიმი ელისი, კარმენ ბაზილიო, ლუის როდრიგესი, ვილი პასტრანო და სხვები.

დანდი მძიმედ იყო ავად, მაგრამ მოასწრო გასულ თვეში ალის 70 წლის იუბილეზე დასწრება.

ანჯელო დანდი 1921 წლის 30 აგვისტოს ფილადელფიაში დაიბადა და კრივის სამყაროში თავისი უფროსი ძმების მიბაძვით შეაბიჯა – ერთ-ერთი ძმა (ჯო) მოკრივე იყო, მეორე (კრისი) პრომოუტერი. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ სამივე ძმამ გვარი მირენი "დანდის" ფსევდონიმით შეცვალა, რათა მშობლებს არ გაეგოთ მათი კრივით გატაცების შესახებ.

1950 წელს კრის დანდიმ ფლორიდაში გახსნა დარბაზი - Fifth Street Gym, სადაც ანჯელომ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო. სწორედ აქ აღზარდა მან თავისი სახელოვანი შეგირდები. 90-წლიანი იუბილეს წინ დანდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დღემდე ავარჯიშებს ბავშვებს და ხშირად იწვევენ ექსპერტის რანგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის