"ბოხუმის" თავკაცი ანდრეას ბერგმანი: "მოხარული ვარ, რომ გელაშვილი ჩვენს გუნდშია, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია"
კვლავ გერმანული მედიის ყურადღების ცენტრშია "ზესტაფონიდან" გერმანულ "ბოხუმში" გადაბარგებული ქართველი ფორვარდი ნიკა გელაშვილი.

პირველი ვარჯიშის შესახებ გამოცემა "კიკერთან" ერთად, ამჯერად "ბილდიც" იუწყება. ვინაიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეას ბერგმანი, პრეზენტაციაზე საპატიო მიზეზის გამო არ გამოჩენილა, პირველი კომენტარი ახალწვეულზე ვარჯიშის დროს გააკეთა.

ბერგმანის შეფასება გელაშვილზე დადებითია და პირველი ვარჯიშიც კარგ დასაწყისად მიიჩნია.

ანდრეას ბერგმანი: "მოხარული ვარ, რომ გელაშვილი ჩვენს გუნდშია, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ქართველმა არა მხოლოდ მოედანზე უნდა წაიწიოს წინ, არამედ მის ფარგლებს გარეთაც".

ქართველ ფორვარდს უკვე აუყვანეს პირადი მასწავლებელი და "ბილდის" ინფორმაციით, გელაშვილი მონდომებით ცდილობს გერმანულის შესწავლას. კლუბში იმედოვნებენ, რომ გელაშვილიც ისევე მალე ისწავლის გერმანულს, როგორც ეს "კიოლნში" გადაბარგებულმა თავდამსხმელმა ჩონგ ტესმა მოახერხა.

"ბილდი" "კარლსრუეში" მოასპარეზე ალექსანდრე იაშვილის კომენტარსაც აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ გელაშვილს ეროვნული ნაკრებიდან იცნობს და მან ურჩია სწორედ "ბოხუმში" თამაში ფორვარდს.

ნიკა გელაშვილი კი გამოცემასთან საუბრისას, კიდევ ერთხელ საუბრობს მისი "ბოხუმში" გადასვლის სპორტულ მხარეზე:

"ბოხუმს" კარგად აქვს განსაზღვრული, თუ რა სახის და სტილის ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაინც "ბოხუმი" ვარჩიე, ვფიქრობ, სპორტული თვალსაზრისით, უფრო მეტად განვვითარდები, მინდა ყველამ დაინახოს, თუ რა შემიძლია", - ამბობს ქართველი თავდამსხმელი.

თუ ჩვენ გერმანელ კოლეგებს ვენდობით, დიდი შანსია, რომ გელაშვილის დებიუტი კვირას, როსტოკის " ჰანზას" წინააღმდეგ შედგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა