პორტუგალიის ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ეროლ ბრაიანმა საწვრთნელ შეკრებაზე 32 მორაგბე იხმო
ხვალ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში "სტეჟარისა" და პორტუგალიის ეროვნული გუნდის შეხვედრით ერთა თასის წლევანდელი გათამაშება დაიწყება.

"ლობუშებმა" ერთი კვირის წინ ლისაბონში ინგლისის სტუდენტთა ნაკრები დაამარცხეს 31:28.

პორტუგალიის ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ეროლ ბრაიანმა საწვრთნელ შეკრებაზე 32 მორაგბე იხმო, რომელთაგან საბოლოოდ იმ 24 მოთამაშეს შეარჩევს, რომლებიც რუმინეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ერთი კვირის თავზე ლისაბონში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლობუშებს" უმძიმესი კალენდარი აქვთ. ზემოთ ნახსენები ორი მატჩის შემდეგ, ისინი 25 თებერვალს თბილისში საქართველოს ნაკრებს ეთამაშებიან. გამორიცხული არ არის პორტუგალიელებმა ამ სამ მატჩში ერთი ქულაც ვერ აიღონ.

ეროლ ბრაიანის ფორმაციის ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ესენია: პირველხაზელი მაიკ ტაჯერი (მასი), მეორეხაზელი დავიდ რეისი (ნიმი) და მესამეხაზელი ჟულიენ ბარდი (კლერმონი). როგორც ხედავთ, სამივე მათგანი ფრანგულ კლუბებში ირიცხებიან.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში არ არის ავსტრალიელი მგეზავი ჯო გარდნერი, რომელიც წინა ორი სეზონის განმავლობაში გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

რუმინეთში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ყინვები დაიჭირა მატჩის გადატანაზე არც ფიქრობენ. მეტიც, რუმინეთის რაგბის ფედერაციამ გადაწყვიტა თამაშზე მაყურებელი უფასოდ დაუშვას, რომლებსაც სტადიონის შესასვლელთან ცხელი ჩაით გაუმასპინძლდებიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან რუმინელებმა ლისაბონში 17:24 წააგეს და ახლა რევანშის აღების წყურვილი ჰკლავთ. რუმინული რაგბის მამების მიერ დაგეგმილი ზემოაღნიშნული აქციაც სტადიონზე მაყურებლის მოზიდვას ემსახურება. მათი აზრით, "სტეჟარის" ახლა ყველაზე მეტად ქომაგის მხარდაჭერა სჭირდება.

პოტუგალიის ნაკრები

პირველი ხაზი: მიქაელ დიასი, ჟოა ჟუნიორი, დუარტე ფორო, ვასკო მარკესი (ოთხივე-კდული), ჟოზე და კოსტა, ფრანსსიკო დომინგეში (ორივე-აგრონომია), ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), ჟოაო მატეუში (აკადემიკა), ბრუნო როჩა (ტექნიკო), მაიკ ტაჯერი (მასი)

მეორე ხაზი: რუი დორეი, გინსალო უვა (ორივე-დირეიტო), დუარტე გილი (კდული), დავიდ რეისი (ნიმი).

მესამე ხაზი: ჟოაო პაივა (აგრონომია), ვასკო უვა, ლუიშ სოუზა (ორივე-დირეიტო), სალვადორ ვასალ (კასკაისი), ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ჟუან სევერინო (სანტაბოიანა).

№9: ფრანსისკო მაგალიაეში (კდული), პედრო ლეალი (ნიცა).

№10: პედრო კაბრალი, ნუნო კოსტა (ორივე-კდული), იანიკ რიკარდო (კასტანე).

№12-13: კარლ მურეი, ბერნარდო სილვეირა, ფრედერიკო ოლივეირა (სამივე-კდული).

№11-14: ადერიტო ესტევეში (დირეიტო), ჟოზე ლიმა (აგრონომია).

№15: გონსალო ფორო (კდული), ანტონიო აგილარი (დირეიტო).

ერთა თასი

4 თებერვალი

რუმინეთი-პორტუგალია

11 თებერვალი

პორტუგალია-რუსეთი

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია

10 მარტი

პორტუგალია-ესპანეთი

17 მარტი

უკრაინა-პორტუგალია

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე