სანამ დაბრუნებას დათანხმდება, ჟოზე აბრამოვიჩს ეტყვის: "რომან, თქვენ ხართ მფლობელი, მაგრამ ბოსი აქ მე უნდა ვიყო"
ახალ, სკანდალურ ინფორმაციას იტყობინება ინგლისური გაზეთი "სანი", თუმცა ეს ახალიც სხვა არაფერია, თუ არა კარგად დავიწყებული ძველი - "სანს" ჟოზე მოურინიოსთან "ახლოს მყოფმა პირმა" (რომლის სახელსაც, ბუნებრივია, გაზეთი არ წერს) აცნობა, რომ ივლისში პორტუგალიელი ესპანეთიდან ინგლისში გადავა, "რეალს" დატოვებს და ლონდონურ "ჩელსიში" დაბრუნდება.

კაცი, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" სამ სეზონში 6 ტიტული მოიგო, შეწყვეტილი მისიის დასასრულებლად ბრუნდება. ამჯერად, მოურინიო ერთი, მთავარი პირობით ბრუნდება ალბიონზე - აბრამოვიჩი აღარ ერევა სამწვრთნელო საქმიანობაში და ჟოზეს ამ საკითხში სრული თავისუფლება აქვს.

"მან კარგად იცის, რომ ახლა ცოტა არეული სიტუაციაა ლონდონში. ისიც იცის, რომ დაბრუნება იოლი არ იქნება, მით უფრო წარმატებული დაბრუნება. ის იქ ძალიან უყვართ, მოიგო ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა, მაშინ, როცა კლუბს ეს ტიტული 50 წელი არ ენახა, უდიდესი მიღწევაა.

მაგრამ სანამ დაბრუნებას დათანხმდება, ჟოზე აბრამოვიჩს ეტყვის: რომან, თქვენ ხართ მფლობელი, მაგრამ ბოსი აქ მე უნდა ვიყო. მოდი, ერთად ვიმუშავოთ და მივიღებთ ბრწყინვალე შედეგს", - ეს უცნობი წყაროს კომენტარია.

2007 წლის მერე აბრამოვიჩმა ვინ არ სცადა, მაგრამ ჟოზეს შემცვლელები (ავრამ გრანტი, ლუიშ ფილიპე სკოლარი, გუუს ჰიდინკი, კარლო ანჩელოტი და ახლა ანდრე ვილაშ-ბოაში) მის შედეგებს ვერც კი მუახლოვდნენ.

ვილაშ-ბოაშის აზრით

ამ სკანდალური მასალის შემდეგ ინგლისელი ჟურნალისტები აზრს თავად "ჩელსის" თავკაცს დაეკითხნენ. ანდრე ვილაშ-ბოაში არ მალავს, რომ თუ ზაფხულში ჟოზე მოურინიო "რეალს" დატოვებს, ყოველი მენეჯერი, რომელიც პრემიერლიგის რომელიმე ტოპკლუბს უდგას სათავეში, ყველგან მის ჩრდილს დაინახავს.

"მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და თავად მინახავს, რამდენი კლუბი ინტერესდებოდა მისიYთ. ასე რომ, თუ ის "რეალიდან" წავა, ნებისმიერი გრანდი დაინტერესდება. ამ პრინციპით, ყველანი, მე, მანჩინი, ფერგიუსონი, დალგლიში... წნეხის ქვეშ ვიქნებით", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა, რომელიც ერთ დროს ჟოზეს თანაშემწე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesimania
კი მაგარი მწვრთნელია ბაზ არაა, მაგრამ არამგონია ბარსასგან დაზამასკებულმა დატოვოს მადრიდი. ისე ყველაზე მაგრად მართლა ჩელსის უხდებოდა ინგლისში ევასებათ ცოტა მოგიჟო ტიპები:) ესეც თავის სტიქიაში იყო თან შედეგიც ქონდა . აბა რაც ბარსამ და მესიმ უქნეს გააჭაღარავეს 1 წეში კაცი:)
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა