ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

SuperBowl - "ოსკარზე" პოპულარული

SuperBowl - "ოსკარზე" პოპულარული

5 თებერვალს ინდიანაპოლისში ამერიკული საფეხბურთო ლიგის რიგით 46-ე ფინალი, რომელიც იყო და რჩება აშშ-ის ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო პროდუქტად

5 თებერვალს ინდიანაპოლისში გაიმართება SuperBowl - ამერიკული საფეხბურთო ლიგის რიგით 46-ე ფინალი, რომელიც იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო პროდუქტად.

მთელი ამერიკა SuperBowl-ის მოლოდინშია, რომელიც, ეჭვგარეშეა, მთავარი სპორტული მოვლენაა ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. ასეთივე ენთუზიაზმით ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალს ელოდებიან ტელევიზიები, რადგან საფეხბურთო ტრანსლიაციების რეიტინგი ყოველთვის მაღალია. 2011 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათიდან ცხრა ყველაზე პოპულარული პროგრამა იყო ან ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩი ან გადაცემა ამერიკულ ფეხბურთზე. რა თქმა უნდა, ამ სიაში უკონკურენციოდაა SuperBowl - 2011 წელს “გრინ ბეი პეკერსის” და “პიტსბურგ სტილერზის” ფინალის რეიტინგმა 37.7 პროცენტი შეადგინა, საერთო ტელეაუდიტორიამ კი 100 მილიონ ტელემაყურებელს გადააჭარბა.

ვარაუდობენ, რომ წლევანდელი სეზონის ფინალური მატჩი, რომელშიც 5 თებერვალს “ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი” და “ნიუ იორკ ჯაიენტსი” შეხვდებიან ერთმანეთს, კიდევ უფრო მეტ მაყურებელს შეკრებს ტელეეკრანებთან.

რამდენიმე თვის წინ ტელეარხმა ESPN-მა და სამაუწყებლო კომპანიებმა - CBS-მა, FOX-მა და NBC-მ ხელი მოაწერეს ახალ მრავაწლიან კონტრაქტს NFL-სთან. კონტრაქტი ძალაში იქნება 2020 წლის ბოლომდე (ESPN-ის შემთხვევაში 2021 წლამდე). ახალი კონტრაქტებისგან NFL-ის საერთო შემოსავალი 3.05 მილიარდი დოლარი იქნება.

კომპანიების მხრიდან ყოველწლიური გადასახადის მაჩვენებელი 50-60 პროცენტით გაიზარდა. ასე მაგალითად, CBS-ს ყოველწლიურად მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს, რაც 55 პროცენტით აღემატება წინა კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას. NBC-თვის შესატანი თანხა 58 პროცენტამდე გაიზარდა და მხოლოდ კომპანია FOX-მა ვერ მიაღწია 50 პროცენტამდე - ამ შემთხვევაში ზრდამ 48 პროცენტი შეადგინა. ასეთი ზრდის მიუხედავად, ტელეკომპანიებმა სიამოვნებით გააფორმეს ახალი კონტრაქტები, რადგან NFL-ის რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არხებზე არასპორტული პროგრამების პოპულარიზაციისთვის.

“არც ერთ სხვა სპორტულ პროგრამას არ შეუძლია უზრუნველყოს ისეთი რეიტინგი, როგორიც NFL-ს აქვს”, - განაცხადა CBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუ მუნვესმა. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მსგავი კონტრაქტები არასოდეს არ არის წამგებიანი და თანხის ამოღება უპრობლემოდ ხდება. ასე რომ, ყოველწლიური შესატანი თანხების ორმაგად გაზრდაც არ იმოქმედებს კორპორაციის გადაწყვეტილებაზე გააგრძელოს თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტულ ლიგასთან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ESPN-მა ხელშეკრულება არა 2020, არამედ 2021 წლამდე გააგრძელა. მაგრამ კიდევ უფრო გვანცვიფრებს თანხის საერთო ოდენობა, რომელიც 15.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2014 წლიდან მოყოლებული, უმსხვილესი სპორტული ტელეკომპანია ვალდებულებას იღებს NFL-ს ყოველწლიურად 1.9 მილიარდი დოლარი გადაუხადოს, რაც წინა კონტრაქტთან შედარებით 70 პროცენტზე მეტია. ასევე გარიგებაში დამატებით შეტანილია საეთერო 500 საათი, რომელიც დაეთმობა პროგრამებს ამერიკულ ფეხბურთზე, რაც კიდევ უფრო აამაღლებს არხის ისედაც მაღალ რეიტინგს.

დავუბრუნდეთ 2011 წელს 10 ყველაზე პოპულარული პროგრამების სიას. უნდა აღინიშნოს, რომ ტოპ-ათეულში ერთადერთი პროგრამა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკულ ფეხბურთთან, არის “ოსკარების” დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია, რომელმაც მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა. საგულისხმოა, რომ რიგითი ანალიტიკური პროგრამა, რომელიც წინ უძღოდა NFL-ის მორიგ თამაშს, "ოსკარზე" დიდი აუდიტორია შეკრიბა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რამდენად გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს სეზონის ფინალის - Super Bowl-ის ტრანსლიაციის უფლების მოსაპოვებლად.

წელს ამ უფლების მფლობელია ტელეკომპანია NBC, რომელიც უმსხვილესი ტელეკორპორაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე ფინალი ონლაინ რეჟიმში ლეგალურად იქნება ტრანსლირებული არხის ვებგვერდზე, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა SuperBowl-ის ისტორიაში. ჩემპიონატის ფინალისტების - “ნიუ იორკ ჯაიენტისა” და “ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის” რადიოსადურებიც არ დარჩებიან მიღმა და პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემენ მოქმედების ადგილიდან - ინდიანაპოლისის Lucas Oil Stadium-ის სტადიონიდან.

SuperBowl-ზე ლაპარაკისას, ხშირად იხსენებენ "კოსმოსურ" თანხებს, რომელსაც კომპანიები იხდიან ფინალური მატჩის დროს რეკლამის განთავსებისთვის. წელს, როგორც ყოველთვის, ყველა სარეკლამო რგოლი მატჩის დაწყებამდე დიდი ხნით ადრეა გაყიდული, მათი საშუალო ღირებულება კი 30-წამიანი ეთერისთვის 3.5 მილიონ დოლარს უდრის. დღეისთვის ეს არის სარეკორდო თანხა ამერიკული ფეხბურთის ფინალების ისტორიაში. აი იმ კომპანიების არასრული სია, რომელთა რეკლამის ხილვა იქნება შესაძლებელი მატჩის დროს: Pepsi, M&M's, Doritos, Bridgestone, Volkswagen, General Motors, Toyota, Honda, Century 21 Real Estate და სხვები.

ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, რომელიც წინ უძღვის SuperBowl-ს, გახლავთ მატჩის წინ ეროვნული ჰიმნის შემსრულებლის ვინაობა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰიმნის შეასრულების პატივი ერგო კელი კლარკსონს - პროექტ American Idol-ის ყოფილ მონაწილეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როცა მსგავსი პატივი წილად ხვდათ ამ პროექტის მონაწილეებს (კლარკსონამდე ჰიმნი იმღერეს კერი ანდერვუდმა, ჯენიფერ ჰადსონმა და ჯორდინ სპარკსმა).

მატჩის შესვენებაზე პუბლიკას თვით მადონა გაართობს. მასთან ერთად იქნებიან მიი და ნიკი მინაჟი. მატჩისწინა შოუზე კი ინდიანას უნივერსიტეტის ორკესტრი გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dato

ძალიან მაგარი ფინალი იქნება ... იმედია რევანში შედგება არ მევასება ჯაიენტსი ...

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე