"ზესტაფონი" "მარბელას თასზე" ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს და 6 თებერვალს რუმინულ "ტიმოშოარას" შეხვდება
რუბინი-ზესტაფონი 5:1

გოლები: 1:0 შარონოვი (19), 1:1 შ. გრიგალაშვილი (26), 2:1 ქარადენიზი (56), 3:1 ორაზსახედოვი (67), 4:1 მარტინსი (85), 5:1 ბისტროვი (88. პენ.)

რუბინი: რიჟიკოვი, კუზმინი, შარონოვი, ბოკეტი, ჯალილოვი, ნათხო, ნემოვი, კასაევი, ერიომენკო, პორტნიაგინი, დიადიუნი.

შეცვლაზე შევიდნენ: ანსალდი, ს. კვირკველია, სესარ ნავასი, უსტინოვი, ქარადენიზი, ბისტროვი, კისლიაკი, ვალიე, მარტინსი, ორაზსახედოვი.

ზესტაფონი: მამალაძე, თ. ღონღაძე, საჯაია, გ. ონიანი, ელიავა, აფციაური, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი, შ. გრიგალაშვილი, მუჯირი, დვალი.

შეცვლაზე შევიდნენ: წინამძღვრიშვილი, გორგიაშვილი, მ. კობახიძე, რაჟამაშვილი, ბენაშვილი.

გუშინ "ზესტაფონი" "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩაება, სადაც მისი პირველი მეტოქე რუსეთის ორგზის ჩემპიონი ყაზანის "რუბინი" იყო.

პირველ ტაიმში დაფიქსირებულმა შედეგმა და "ზესტაფონის" მიერ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა იმედი გაგვიჩინა, რომ ჩვენი ჩემპიონი ყაზანელებს შესვენების შემდეგაც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყურბან ბერდიევის გუნდმა მატჩის მეორე ნახევარში თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა და "ზესტაფონი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

"ზესტაფონი" ისეთი უსუსურიც არ იყო, როგორც "დნიპროსთან" შეხვედრაში და რიგ ეპიზოდებში ხეირიანადაც უტევდა, მაგრამ უკანა ხაზში მრავლად დაშვებულმა შეცდომებმა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ასეთ შედეგამდე მიიყვანა.

ორი გოლი ფეროელებმა შეხვედრის მიწურულს გაუშვეს, რაც ალბათ, კონცენტრაციის დაკარგვით იყო გამოწვეული.

თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, იმერელთა შემადგენლობა ამჯერად ოპტიმალურთან მიახლოებული იყო. "ზესტაფონს" ტრავმის გამო კვლავ აკლდა ძირითადი მეკარე როინ კვასხვაძე, სასტარტო თერთმეტეულის მუდმივი წევრი თორნიკე გორგიაშვილი კი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.

"ზესტაფონი" მე-5 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს და 6 თებერვალს რუმინულ "ტიმოშოარას" შეხვდება, რომელიც მეოთხედფინალში უარესი ანგარიშით, 0:5 განადგურდა.

მარბელას თასი

მეოთხედფინალი

გუანჯოუ (ჩინეთი)-ცსკა (რუსეთი) 1:0

დინამო (უკრაინა)-კრილია სოვეტოვი (რუსეთი) 2:0

ლეხი (პოლონეთი)-ტიმოშოარა (რუმინეთი) 5:0

რუბინი (რუსეთი)-ზესტაფონი (საქართველო) 5:1

6 თებერვალი

ნახევარფინალი

გუანჯოუ-დინამო კ.

ლეხი-რუბინი

დამამშვიდებელი რაუნდი

ცსკა-კრილია სოვეტოვი

ტიმოშოარა-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

david67
დაანებეთ ფეხბურთს თავი. ყანა თოხნეთ!!!
tibo
gelashvili და dzaria რო არ წასულიყვნენ სულ სხვანაირად იქნებოდა
levani kaxeti
მოკლედ ხალხო. ერთი რამის თქმა შეიძლება მხოლოდ: მაგარ მძღ.... ში ვართ და ამჯერად უკვე ყელამდე; ქვეყნის ჩემპიონი და ლიდერი ორივე თამაშს გამანადგურებელი ანგარიშით აგებს და 13 გოლს ეშვებს, ხოლო ყველაზე ტიტულოვანი და მდიდარი "დინამო", ჩინურ გუნდთან 0-3 მარცხდება; დანარჩენი გუნდების ტანჯვა-წამებაზე კი აღარ ღირს უკვე ლაპარაკი.
negredo
სირცხვილია...
gega
რა ტქმა უნდა სულ სხვა ზესტაფონი ვიხილეთ,რა მნიშვნელობა აქ 8:2 თუ 5:1 ორივე განადგურებაააა არა და არ ეშველა ამ ქარტულ ფეხბურთს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა