"დილამ" თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუმინულ "ვოინტა სიბიუსთან" ჩაატარა და კვლავ დამარცხდა - 0:2

გუშინ გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუმინულ "ვოინტა სიბიუსთან" ჩაატარა და კვლავ დამარცხდა - 0:2. თუმცა ჩვენთვის უცნობია, "დილა" რუმინელთა რომელ შემადენლობას შეხვდა: გვიან ღამემდე "ვოინტას" ვებგვერდზე მხოლოდ პოლონეთის "კრაკოვიასთან" ჩატარებული მატჩის მიმოხილვა იყო (პოლონელებმა 3:0 მოიგეს).

როგორც გვითხრეს, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ 2 თებერვალს რუმინულ "პეტროლულთან" ნათამაშები ფეხბურთელები დაასვენა, მაგრამ ვინ ათამაშა, გოლები როდის გავიდა და სხვა დეტალები უცნობია.

გუნდის პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, თურქეთიდან მას აცნობეს, რომ "დილაში" ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი და ლაშა თოთაძე დარჩებიან, სერბი ნახევარმცველის ვლადიმირ კრნჟინაცის საკითხი კი ჯერაც გაურკვეველია, თუმცა მწვრთნელებს ის მოსწონთ.

და ყველაზე სენსაციური ამბავი: სხვებთან ერთად, გორელთა თავკაცები გიორგი შაშიაშვილის, გიორგი განუგრავასა და თბილისის "დინამოდან" წამოსული სანდრო გურულის დამატებაზეც ფიქრობენ, მაგრამ რეალურია კი ეს ტრანსფერები? უახლოეს დღეებში ამ კითხვასაც პასუხი გაეცემა.

გორელები 5 თებერვალს ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ბელარუსულ ბატე-ს შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე