სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის მორიგ მატჩში "ოლიმპმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გუნდი 103:80 დაამარცხა
საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს "დებიუტანტი" ოლიმპი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპიერიპირდნენ, სადაც ოლიმპელებმა დიდი სხვაობით, 103:80 იმარჯვეს.

"ოლიმპმა" უპირატესობა შეხვედრის საწყის წუთებშივე მოიპოვა. პირველი პერიოდის მე-6 წუთზე 18:4 დაწინაურდა, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ათწუთეულის დასრულებამდე 1:26 წუთით ადრე დიდი სხვაობით, 31:13 გავიდა წინ.

მეორე მეოთხედში "ოლიმპმა" პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მე-6 წუთზე ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა - 48:17. მატჩის მესამე მეოთხედში დებიუტანტებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 80:42, ხოლო ბოლო დასკვნით მეოთხედში თავის სასარგებლოდ 41-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს.

საბოლოოს "ოლიმპმა" თასუ 103:80 დაამარცხა და მეორეწრე იოლი გამარჯვებით გახსნა. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეის რიგებში ბექა ჩიკვილაზე გამოირჩამ რომელმაც 24 ქულითადა 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 22 ქულა "ოლიმპის" ახალწვეულ ივან ტოდოროვიჩს აღმოაჩნდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ილიცა მილუტინოვიჩმა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემაა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე არნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და გამორჩეულმა კალათბურთელებმა შემდეგი კომენტარი გააკეთეს.

გია კაზანჯიანი: ჩემთვის თსუ-სთან მატჩი მოულოდნელად იოლი აღმოჩნდა. თამაშის დასაწყისშივე კარგად ვითამაშეთ დაცვაშიც და თავდასხმაშიც. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გუნდი გამარჯვების მთავარი მიზეზი.

ნუგზარ ჭეიშვილი: ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. თსუ-ს რიგებში სამი ახალი მოთამაშე ირიცხება: ბექა ჩიკვილაძე, გივი ბაქრაძე და ვასილ ბერუაშვილი. შესაბამისად, ვცდილობთ გუნდს თამაშის სტილი შევურჩიოთ და ამიტომ ამ მატჩში თავს ექპერიმენტების უფლება მივეცი. "ოლიმპი" საჩემპიონო გუნდია და მასთან დამარცხება ტრაგედია ნამდვილად არ არის.

ილიცა მილუტინოვიჩი: "ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა შეესრულებინა ის დავალებები, რომელსაც მწვრთნელი გვაძლევდა და დღევანდელი წარმატება სწორედ ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა".

ბექა ჩიკვილაძე: "ახალი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ და საჭიროა უკეთესი შედეგის ჩვენება. ვარჯიშზე აუცილებლად განვიხილავთ დაშვებულ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ვეცდებით".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა