თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში 2008 წელს გამოჩნდა, თუმცა 2010 წლამდე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ასეთი სტატისტიკიდან გამომდინარე, ცოტა მოულოდნელი იყო მისი პოლონეთთან მატჩის სასტარტო ხუთეულში გამოჩენა...

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში 2008 წელს გამოჩნდა, თუმცა 2010 წლამდე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ასეთი სტატისტიკიდან გამომდინარე, ცოტა მოულოდნელი იყო მისი პოლონეთთან მატჩის სასტარტო ხუთეულში გამოჩენა. თუმცა ლოგიკურიც იყო - 18 წლის ახალგაზრდა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად გახლდათ. იგი "ვალენსიაში" პირველ გუნდთან ვარჯიშობდა, იშვიათად კი თამაშობდა, თუმცა რამდენჯერაც "ვალენსიას"' მაისურით მოედანზე გამოჩნდა, გუნდს საკმარისად დაეხმარა.

შარშან ვალენსიელებმა ევროთასი მოიგეს და ევროლიგის საგზურიც მოიპოვეს. ამიტომ ახალმა მწვრთნელმა აქცენტი გამოცდილ შემადგენლობაზე გადაიტანა და თორნიკემაც გადაწყვიტა, კარიერაში მორიგი ნაბიჯი გადაედგა. მან "ვალენსია" დატოვა და ისეთ კლუბში გადავიდა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო ექნება.

- თორნიკემ კონტრაქტი ბელგიურ "შარლერუასთან" გააფორმა, თუმცა იჯარის წესით "პეპინსტერში" ითამაშებს. ესეც უმაღლესი ლიგის წარმომადგენელია და წინასწარ დაგვპირდნენ, რომ თორნიკე მოედანზე 20-25 წუთს აუცილებლად გაატარებს. მის ასაკში სათამაშო პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანაც ბელგიის ჩემპიონატში. ბელგიელებს საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, თუმცა საბოლოო შედეგმა დაგვანახა, რომ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, - აღნიშნა თორნიკეს მამამ, ვეტერანმა კალათბურთელმა კახა შენგელიამ.

ახლა თავად თორნიკეს მოვუსმინოთ, რომელიც ახალ კლუბზე მოგვითხრობს:

- ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. შარშან "ვალენსიას" შემადგენლობაში ძირითადად ება-ს ლიგაზე მიწევდა თამაში, ახლა ბელგიის ჩემპიონატში ვიასპარეზებ. მართალია, კონტრაქტი "შარლერუასთან" გავაფორმე, მაგრამ პირველ წელს "პეპინსტერში" გავატარებ. თავს როგორ წარმოვაჩენ, ეს უკვე ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- "პეპინსტერს" ბელგიის პირველობაზე რა მიზნები ექნება?

- წინასწარ ძნელი სათქმელია. შემადგენლობით ჩემი ახალი გუნდი თუნდაც "შარლერუას" ვერ შეედრება, მაგრამ არც აუტსაიდერი უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველს სატრანსფერო ამბები მაძლევს - გუნდში 8 ლეგიონერია, რომელთა უმეტესობა ამერიკის კოლეჯების ლიგიდანაა.

- საქართველოს ნაკრებში 2008-09 წლებშიც გითამაშია, მაგრამ წლეულს გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრი გახდი...

- ჩვენს ნაკრებში მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ. მათ გვერდით გამოსვლა ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო. დიდი გამოცდილება შევიძინე, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა წამადგეს.

- შენ მიერ ჩატარებული მატჩებიდან რომელს გამოარჩევ?

- ყველა შეხვედრას თავისი ხიბლი ჰქონდა, ყველა გამორჩეული იყო ბელგიასთან დაპირისპირებების გამოკლებით. ის მატჩები, ალბათ, არავის ახსენდება დადებითად, გარდა თვით ბელგიელებისა. იმედი მაქვს, ამ სეზონში კლუბში საკმარისი სათამაშო დრო მექნება, მეტ გამოცდილებას მივიღებ და მომავალ წელს ნაკრებს მეტად გამოვადგები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა