ქართველ ჩოგბურთელს ახალ სეზონში ფანტასტიკური შედეგი აქვს: 18 მატჩიდან 17 მოიგო და ოთხი ტურნირიდან სამში გაიმარჯვა!
29 წლის მაკა ჩახნაშვილმა (186) კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, თუმცა ის მაინც ახერხებს მე-2 ასეულში ადგილის შენარჩუნებას და საქართველოს მეორე ჩოგანიცაა.

სამწუხაროდ, მაკას უიღბლო სერია ძალიან გაუგრძელდა - ოქტომბრის შუაში სევილიის ტურნირში მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, შეხვედრა ვეღარ მოუგია. შაბათს მაკა პარიზის რიგით მე-20 საერთაშორისო ტურნირში ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 637 ათასი დოლარია.

ქართველისთვის ყველაფერი ძალიან მალე და ცუდად დასრულდა, ჩახნაშვილმა ფრანგ ჟული კოინთან უშანსოდ წააგო - 0:6, 0:6.

23 წლის სოფიო ქვაცაბაია (382) გაცილებით სუსტ ტურნირებში გამოდის, მაგრამ მაკასგან განსხვავებით, წარმატებულად ირჯება.

მალიორკაზე (ესპანეთი, 10 ათასი დოლარი) ქართველი წლის მესამე ტიტული მოიპოვა. მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ჯერ ესპენალ კაროლინა პრატს-მილიანს მოუგო - 6:4, 6:0, შემდეგ კი - ვენესუელელ ისაბელა ფერნანდესს - 6:0, 6:0. მეოთხედფინალში მან ჩეხი იანა იანდოვა (823) დაამარცხა - 6:4, 6:3. უჩვეულო სიცივეებმა ბალეარის კუნძულებსაც უწიეს.

ამიტომაც ტურნირი გაიწელა - ნახევარფინალში ქვაცაბაიას მეტოქე ესპანელი პილარ დომინგეს-ლოპესი (788) იყო, რომელსაც ჩვენი თანამემამულე ძალიან იოლად გასცდა - 6:0, 6:1.

გუშინ ფინალური მატჩიც გაიმართა - ქვაცაბაია კვლავ გავიდა კორტზე და ამჯერად მე-7 ნომრად განთესილი მასპინძელი, ივონე კავალიე-რეიმერსი (522) დაამარცხა - 6:2, 6:3.

როგორც ხედავთ, ჩვენებურმა ხუთივე მეტოქე ისე დაამარცხა, სეტი არ დაუთმია. ახალ სეზონში მას ფანტასტიკური შედეგი აქვს: 18 მატჩიდან 17 მოიგო და ოთხი ტურნირიდან სამში გაიმარჯვა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა