თბილისს სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს ინსტრუქტორი, ყოფილი მსაჯი და არბიტრთა მეთვალყურე ესპანელი ვიქტორ მასი ეწვია
თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ფიბა-ს ინსტრუქტორი, ყოფილი მსაჯი და არბიტრთა მეთვალყურე ესპანელი ვიქტორ მასი.

- იგი ორშაბათ-სამშაბათს ქართველ თემიდელებთან სემინარებს გამართავს. ასევე დაესწრება საქართველოს 20-წლამდელთა მატჩებს და დააკვირდება ჩვენი არბიტრების მოქმედებას, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზისთვის ვამზადებთ, - გვითხრა ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა.

მან იქვე გვაცნობა, რომ ბატონი ვიქტორი პირადი ინსტრუქტორია მაკა კუპატაძისა, რომელიც ფიბა-ს კატეგორიის არბიტრია, ქალთა ევროლიგის მატჩებსაც მსაჯობს, თუმცა კიდევ უფრო მაღალი დონისთვის ემზადება (რაც ვაჟთა ევროტურნირებისა და ევროპის ფარგლებს გარეთ თამაშების გაძღოლასაც გულისხმობს).

- ვიქტორ მასს გავაცანი ჩვენი სიტუაცია, ავუხსენი, რომ გვჭირდება მხარდაჭერა და ჩამოსვლაზე სიამოვნებით დამთანხმდა. ეს ვიზიტი ფიბა-ს სპეციალურ პროგრამაში შევიდა. ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველი არბიტრები ამ დღეებში გამოცდილი ინსტრუქტორისგან ბევრს ისწავლიან, - განგვიმარტა მაკა კუპატაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა