"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი, მიუხედავად "ჩელსისთან" გაშვებული სამი გოლისა, გუნდის მეკარის თამაშით კმაყოფილი დარჩა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუხედავად ლონდონის "ჩელსისთან" გაშვებული სამი გოლისა, მანჩესტერელთა გოლკიპერ დავიდ დე ხეას თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ჯერჯერობით "ალისფერი ეშმაკების" მრავალმილიონიანი შენაძენი მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რის გამოც მასმედიის კრიტიკის ქვეშ ხშირად ხვდება. ის ერთგვარი "განტევების ვაციც" იყო, რომლის გამოც გუნდი არცთუ გარდაუვალ გოლებს ხშირად უშვებდა.

"დავიდის პოტენციალი ყველამ ვიცით. ეს ბიჭი დიდ ნიჭს ფლობს, მაგრამ გარკვეული დროის მანძილზე მხარდაჭერა სჭირდება.

მეკარის თამაშში თავდაჯერება გამოცდილებასთან ერთად მოდის, დე ხეა კი ინგლისურ ფეხბურთში ბოლომდე ჯერაც არ გაშინაურებულა. სწორედ ამის ბრალია ის შეცდომები, რომელსაც ის პრემიერლიგაში თავისი პირველი სეზონის განმავლობაში უშვებს.

როდესაც მას ვყიდულობდით, ვითვალისწინებდით, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე იქნებოდა. დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ ეს მას ნამდვილად შეუძლია", - განაცხადა ფერგიუსონმა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა