ესპანელმა ველომრბოლმა დოპინგის გამოყენებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ესპანელმა ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის. 2010 წელს, ტურ დე ფრანსის მსვლელობისას ესპანელის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - კლენბუტეროლი აღმოაჩინეს. ალბერტომ არაერთხელ განაცხადა, რომ არასოდეს გამოუყენებია დოპინგი.

2011 წლის იანვარში ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ კონტადორი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ თებერვალში გააუქმა თავისი სასჯელი, რადგან სპორტსმენმა დაასაბუთა, რომ კლენბუტეროლი მის ორგანიზმში უხარისხო ხორცის მიღებით მოხვდა.

ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს ესპანეთის ფედერაციის გადაწყვეტილება. 2012 წლის 6 თებერვალს სასამართლომ კონტადორს ორწლიანი სასჯელი გამოუტანა.

დისკვალიფიკაცია ძალაში იმ დღიდან ითვლება, როცა ესპანელი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს. მას საერთაშორისო ტურნირებზე 2012 წლის 6 აგვისტოდან შეეძლება გამოსვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტადორი გამოტოვებს წლევანდელ ტურ დე ფრანსსა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს.

კონტადორს ტურ დე ფრანსზე 2007, 2009 და 2010 წლებში გაუმარჯვია. ახლა მას ჩამოართმევენ 2010 წელს მოპოვებულ ტიტულს.

გამარჯვებულად გამოცხადდება ლუქსემბურგელი ენდი შლეკი, რუსი დენის მენშოვი მესამედან მეორე ადგილზე გადავა, ბრიტანელი ბრედლი უიგინსი - მეოთხედან მესამეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nikilura
ფრანგები ყველა არაფრანგს ებრძვიან საგზაო ველოსპორტში[ტურ დე ფრანსი]
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა