საქართველოს ჩემპიონმა "მარბელას თასზე" მეორე მატჩი რუმინულ "ტიმიშოარასთან" 0:3 დათმო
ტიმიშოარა-ზესტაფონი 3:0

გოლები: 1:0 აქსენტე (11), 2:0 აქსენტე (33), 3:0 პოპოვიჩი (82)

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - თ. ღონღაძე (46. თ. გრიგალაშვილი), გ. ონიანი (46. კობახიძე), საჯაია, ელიავა (46. გაგოშიძე) - აფციაური (46. რაჟამაშვილი), ბაბუნაშვილი (72. შ. გრიგალაშვილი), გორგიაშვილი (46. მენთეშაშვილი), შ. გრიგალაშვილი (46. სამუშია) - დვალი (46. შარიქაძე), წინამძღვრიშვილი

სათადარიგო: მამალაძე

"ზესტაფონმა" "მარბელას თასზე" მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე მარცხი განიცადა. სულ კი, შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონებმა ესპანურ შეკრებაზე სამი შეხვედრა გამართეს და სამწუხაროდ, სამივე დიდი ანგარიშით წააგეს.

დიდი იმედი გვქონდა, რომ "ზესტაფონი" ნავსს ამჯერად მაინც გატეხდა, მით უფრო, რომ რუმინეთის რანგით მეორე დივიზიონის "ტიმიშოარა" სახელითა და კლასით "დნიპროსა" და "რუბინს" საგრძნობლად ჩამოუვარდება. თუმცა ,ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი წარმატებასთან არც გუშინ ყოფილა ახლოს.

მატჩის დეტალური მიმოხილვა ნამდვილად არ ღირს. მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ "ზესტაფონს" როინ კვასხვაძე და ზურაბ მენთეშაშვილი დაუბრუნდნენ. სხვადასხვა მიზეზის გამო, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, გოგა ბერაია და აბაიომი ოვონიკოკო.

"მარბელას თასზე" ფეროელები ბოლო მატჩს 9 თებერვალს გამართავენ და იმისთვის იბრძოლებენ, რომ ტურნირი ბოლო ადგილზე არ დაასრულონ. "ზესტაფონის" მეტოქე სამარის "კრილია სოვეტოვი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
ქართული კლუბების უცხოეთის კლუბებთან თამაშებმა დაგვანახა რომ არცერთი ქართული კლუბი არ არის მზად ევროშეჯიბრებებზე გასასავლელად. შეიძლება მომავალ წელს ვიყოთ მზად, შეიძლება. ნაპრალი უმაღლეს ლიგასა და ევროპის ჩემპიონატებს შორის ღრმა და განიერია.
kz
უბრალოდ გოლები ნახეთ რა უსუსურად იტამაშა დაცვამ...კომენტარი ზედმეტია
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა