ვიქტორ მასიმ ქართველი არბიტრების და კომისრების სემინარი ჩაატარა
გუშინ მოგახსენეთ, რომ საქართველოში ფიბა-ევროპის ინსტრუქტორი, ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის ჩინოსანი ვიქტორ მასი უნდა ჩამოსულიყო.

მან გუშინ სასტუმრო "სიმპათიაში" ქართველი არბიტრების, კომისრებისა და მატჩების მომსახურე მდივნებისთვის სემინარი ჩაატარა, რომელსაც მსაჯთა კავშირის შემადგენლობა სრულად დაესწრო.

კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ვიქტორ მასიმ ჩვენს მსაჯებს, კომისრებსა და მდივნებს ბევრი ეპიზოდი უჩვენა და რეკომენდაციები მისცა. მართალია 2010 წლის შემდეგ კალათბურთის წესებში ძირეული ცვლილებები არ შესულა, მაგრამ არის არაერთი პუნქტი, რომლის ინტერპრეტაციაც სხვა ხედვას მოითხოვს.

სწორედ ასეთ მომენტებზე გაამახვილა ბატონმა მასიმ ყურადღება და იმედია, მისი სემინარები ჩვენებისთვის დადებითად ჩაივლის.

თავად ვიქტორ მასიმ აღნიშნა:

- საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად პროგრესირებს. ვიცნობ ფიბა-ს კატეგორიის არბიტრ მაკა კუპატაძეს, რომელსაც ევროპაში საკმაოდ მაღალი პრესტიჟი აქვს. ვიმედოვნებ, წლების მანძილზე დაგროვებული ჩემი გამოცდილება ქართველებს დადებითად წაადგებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა