ჩვენებურმა "ფინიქსთან" მატჩში მოედანზე 26 წუთი გაატარა და 7 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა
"ატლანტა ჰოუქსი" საშინაო წაგებებს დაეჩვია. ჯორჯიელებმა "ფინიქს სანსს" უმასპინძლეს და 90:99 დამარცხდნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდი დამარცხდა, თუმცა გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომლის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე საქართველოს ნაკრების დამრიგებელი იგორ კოკოშკოვია.

ფინიქსელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 მეოთხედი, რომლის შემდეგაც 84:64 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ატლანტელებმა მოინდომეს, მეოთხედი 11 ქულის სხვაობითაც მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ზაზა ფაჩულიას სანაკრებო ოპონენტის - მარცინ გორტატის წინააღმდეგ მოუწია თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ფაჩულიამ ფინიქსელთა ცენტრი გააუვნებლა. ბოლო 15 მატჩში გორტატს 14 ორმაგი დუბლი ჰქონდა შესრულებული, "ატლანტასთან" კი ვერც ქულებით მიაღწია ორციფრიან ზღვარს და ვერც მოხსნებით. გორტატმა შეხვედრა 8 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. "ფინიქსის" პოლონელმა ცენტრმა 35 წუთი ითამაშა და 10 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ფაჩულიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და 7 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირი კი ორგზის სეზონის უძვირფასესი მოთამაშე სტივ ნეში გახდა, რომელმაც 24 ქულა და 11 პასი მოაგროვა.

16 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში "ატლანტა" მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ საკუთარ მოედანზე, "ინდიანასთან" 9 თებერვალს ელის.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა