ფილიპინელი მოკრივე თავის მომდევნო ბრძოლას ამერიკელი ტიმოტი ბრედლის წინააღმდეგ გამართავს
ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო თავის მომდევნო ბრძოლას ამერიკელი ტიმოტი ბრედლის წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ გვამცნო "პაკმენის" პრომოუტერმა ბობ არუმმა. ოფიციალურად პაკიაოსა და ბრედლის ბრძოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება. შეხვედრა 9 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება.

ბოლო თვეებში მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებული მენი პაკიაო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფლოიდ მეივეზერთან, მაგრამ მოკრივეები ბრძოლის ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომაც მათ შორის 5 მაისს შეხვედრა არ დაინიშნა. პაკიაო ითხოვდა საერთო ჰონორარის თანაბრად გაყოფას, მეივეზერი კი ფილიპინელს ან 40 მილიონ დოლარს ან საერთო შემოსავლის 40 პროცენტს სთავაზობდა. პაკიაომ ორივე წინადადებაზე უარი განაცხადა.

გარდა ამისა, ფილიპინელთან ბრძოლის კანდიდატებად მიიჩნეოდნენ: ხუან მანუელ მარკესი, ლემონტ პიტერსონი და მიგელ კოტო. დღეისთვის პაკიაო WBO-ის ვერსიით 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონია.

რაც შეეხება ბრედლის, ის ასევე WBO-ის ტიტულს ფლობს 63 კილოგრამში. პაკიაოსა და ბრედლის ბრძოლა 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართება, ასე რომ, ამერიკელის ტიტული 9 ივნისს არ გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო