პირველი სატესტო სერიის წინ, ახალი ბოლიდი ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" წარადგინა
გუშინ დილით, პირველი სატესტო სერიის წინ, ახალი ბოლიდი წარადგინა ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა".

პრეზენტაცია მოკრძალებული გამოდგა - FW34 უბრალოდ ბოქსებიდან გამოაგორეს ფოტოსესიითვის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გადასცეს წინასწარ მომზადებული პრეს-რელიზი, მანქანა კი ტრასაზე გავიდა და რამდენიმე წრე გაიარა.

გასულ წელს "უილიამსში" სერიოზული განახლება მოხდა. ახალ მანქანაზე მუშაობდა ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ჯგუფი მაიკ კოფლენისა და მარკ გილანის მეთაურობით. ბრიტანული საჯინიბო FW34-ზე სერიოზულ იმედებს ამყარებს.

"ჩვენ გვაქვს ახალი მანქანა და ახალი ძრავა, ხელმძღვანელობაში ახალი ხალხი მოვიდა. გამოჩდნენ ახალი პარტნიორები, რომლებიც გუნდს ბოლო თვეებში შეუერთდნენ. გუნდმა კარგად იმუშავა ზამთარში გროუვის ბაზაზე და ვგრძნობთ, რომ მზად ვართ საბრძოლველად", - ამბობს გუნდის მფლობელი ფრენკ უილიამსი.

"უილიამსის" ტრადიციული ფერები არ შეცვლილა - დომინირებს მუქი ლურჯი და თეთრი ფერი. "ცხვირზე" ვხედავთ უკვე კარგად ნაცნობ "საფეხურს", რომელიც 2012 წლის მანქანებს გამოარჩევთ, FW34-ის უკანა ნაწილი კი საკმაოდ კომპაქტური გამოვიდა მინიატურული გადაცემათა კოლოფის გამო.

როგორც იცით, ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა რუბენს ბარიკელოსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე და ახალ სეზონში პასტორ მალდონადოს პარტნიორი ბრუნო სენა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე