მასიმილიანო ალეგრის შეუძლია ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ მატჩში სრულად დატვირთოს
იტალიის თასი. 1/2 ფინალი

დღეს:

მილანი-იუვენტუსი 23.45

ხვალ:

სიენა-ნაპოლი 23.45

“მილანი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ - ეს იტალიური ფეხბურთის კლასიკაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვდებიან, სერია A-ში თუ ნაკლებად პრესტიჟულ იტალიის თასზე…

თუმცა, აშკარად გადავამეტეთ - ლიგის ფინალი რა თქმა უნდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ არც დღეს დაგეგმილი შეხვედრა უნდა იყოს უინტერესო. მით უმეტეს, აპენინური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

“მილანის” ლაზარეთი რომ სავსეა და მასიმილიანო ალეგრის ბევრი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე უწევს ფონს გასვლა, ეს დიდი ხნის ამბავია. საერია A-ს მომდევნო სამ ტურში “როსონერის” თავკაცი ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც მოისაკლისებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალეგრის შეუძლია შვედი ფორვარდი სწორედ სათასო პაექრობაში დატვირთოს და სულაც არ ინერვიულოს იმაზე, რომ წამყვანი მოთამაშე შეიძლება გადაეღალოს.

იბრას ალბათ რობინიო შეუწყვილდება, ფორვარდთა უკან კი სტეფან ელ შაარავი გაირჯება. დიდია შანსი, მოედანზე გასვლის საშუალება ფილიპო ინძაგისაც მიეცეს, რომელსაც სათასო პაექრობებში უფრო უწევს ასპარეზობა.

რაც შეეხება “იუვენტუსს”, აქედანვე ცნობილია, რომ ალესანდრო დელ პიერო ძირითად შემადგენლობაში იქნება - ეს თვით ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ. იქვე დასძინა, სხვას ვერაფერს გეტყვით და ჯობია თამაშს დაველოდოთო.

იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, ალექსს შეტევაში მარკო ბორიელოსთან და მარსელო ესტიგარიბიასთან ერთად მოუწევს ასპარეზობა - ანუ, ალესანდრო მატრის დასვენების საშუალება მიეცემა.

ვნახოთ, კონტეს გადაწყვეტილებები ხშირად არ ექვემდებარება პროგნოზებს და დიდად არც ღირს მარჩიელობა - წინ კი მართლაც დიდი მატჩია და მერე რა, რომ “მილანი” და “იუვენტუსის” ერთმანეთს მხოლოდ იტალიის თასს ეცილებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა