წლეულს კარგად მოასპარეზე ჩოგბურთელმა სოფიო ქვაცაბაიამ გადაუსწრო ოქსანა კალაშნიკოვას და ახლა საქართველოს მე-4 ჩოგანია
ახალ რეიტინგ-ლისტში ქართველთათვის ცვლილებები უმნიშვნელოა. ამიტომაც მოკლედ ვიტყვით მთავარს - წლეულს კარგად მოასპარეზე სოფიო ქვაცაბაიამ გადაუსწრო ოქსანა კალაშნიკოვას და ახლა ქვეყნის მე-4 ჩოგანია.

ქალები: 80 (-) ანა ტატიშვილი - 804 ქულა; 186 (-) მაკა ჩახნაშვილი - 340; 264 (+1) სოფიო შაფათავა - 208; 373 (+9) სოფიო ქვაცაბაია - 114; 378 (-) ოქსანა კალაშნიკოვა - 111; 387 (-) ეკა გორგოძე - 109; 487 (-26) თათია მიქაძე - 70; 814 (+2) ნათია გეგია - 20; 1003 (+1) ანი გოგვაძე - 10. ვაჟები: 1 240 (-1) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 335 (-2) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 471 (-1) ალექსანდრე მეტრეველი - 2.

ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებული თამაშის შემდეგ, ჩვენი პირველი ჩოგანი აშშ-ში მიდლენდის საერთაშორისო ტურნირში გამოვა, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია.

22 წლის ქართველი ტურნირის მე-3 ჩოგანია, მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო წრის გამარჯვებული იქნება. ამერიკაშივე, რანჩო მირეჟის საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) მიმდინარეობს, რომლის ძირითად ბადეში სოფიო შაფათავა ითამაშებს.

შაფათავას პირველი მეტოქე ამერიკელი ამანდა ფინკია (278). ძირითად ტურნირში მოსახვედრად იბრძვის ეკა გორგოძე, რომელიც საკვალიფიკაციო ბადეში მე-3 ნომრად არის განთესილი. ეკამ მეორე წრეში (პირველისგან თავისუფალი იყო) იაპონელ შინჰო ჰისამაცუს მოუგო - 6:3, 6:4. ფინალურ წრეში ქართველის მეტოქე ამერიკელი ნიკოლ მელიჩარი (655) იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე