საქართველოს თასის მფლობელი პოლონეთის პირველი ლიგის აუტსაიდერ "პოლონია ბიტომთან" 1:2 დამარცხდა
"გაგრამ" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. საქართველოს თასის მფლობელი პოლონეთის პირველი ლიგის აუტსაიდერ "პოლონია ბიტომს" შეხვდა.

"სამწუხაროდ, გუნდმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. არადა, დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით.

ანთალაიში უიღბლობა თან გვდევს, მაგრამ იმედია, რომ ჩემპიონატში ასეთი რამ აღარ განმეორდება.

პირველი საგოლე მომენტი შალვა კვანტალიანს ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. რამდენიმე წუთში კი გვიანდოვსკიმ გოლი გაგვიტანა. ამის შემდეგაც მთლიანი სათამაშო უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ხუციძემ, ჭკუასელმა, როსტიაშვილმა და ყიფიანმა ვერ გაიტანეს. შეტევაში ჩართულებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ და პიეტრშიკმა ძლიერი დარტყმით მეორედ აიღო ჩვენი კარი.

შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის სუპერ-მომენტი გიორგი ზვიადაძემ შექმნა, რომელმაც 5 მეტოქე მოატყუა, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

პრესტიჟის გოლი ნიკა ჭკუასელის ანგარიშზეა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ადვილად გაიტანა", - იუწყება "გაგრას" პრესსამსახური.

გაგრა 1:2 პოლონია ბიტომი

გოლები: 0:1 გვიანდოვსკი (15), 0:2 პიეტრშიკი (58), 1:2 ჭკუასელი (88).

"გაგრა": ბეგაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, ფალავანდიშვილი, ლ.სეთურიძე, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ნ. ჯიშკარიანი, ჭკუასელი, კვანტალიანი.

შეცვლაზე: კობერიძე, ყიფიანი, როსტიაშვილი, სარდალიშვილი.

ამგვარად, "გაგრამ" შეკრებაზე სულ ხუთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ხუთივეში დამარცხდა: პოლონურ "გურნიკთან" (1:2), ყაზახურ "ირტიშთან" (1:2), ყაზახურ ყარაღანდის "შახტიორთან" ორივე შემადგენლობით (2:3, 0:1) და "ბიტომთან" (1:2).

გუნდი გუშინ თბილისში გამობრუნდა - მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში განაგრძობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა