საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ყაზახეთში "პრეზიდენტის თასზე" იასპარეზებს
28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ყაზახეთში 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის "პრეზიდენტის თასის" გათამაშება დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ალმათიში ნოდარ აკობიას მიერ გაწვრთნილი გუნდი გაემგზავრება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემოდგომიდან ჩაერთვება.

გაიმართა წილისყრა, რომელმაც "პრეზიდენტის თასის" 8 მონაწილე ორ ჯგუფში გაამწესა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად აზერბაიჯანი, ირანი და ჩინეთი ერგო. აკობიას გუნდი მატჩებს ამავე თანმიმდევრობით ჩაატარებს 28-29 აპრილსა და 1 მაისს.

2 მაისს ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, მეორეადგილოსნები ტურნირის მესამე ადგილს გაითამაშებენ, მესამეადგილოსნები - მეხუთეს, ბოლოადგილოსნები - მეშვიდეს.

ცნობისთვის, A ჯგუფში მასპინძელი ყაზახეთი, უნგრეთი, თურქმენეთი და სომხეთი ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა