პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში ინგლისის ეროვნული გუნდიდან მხოლოდ ერთი, ახალგამომხცავარი კაპიტანი კრის რობშო მოხვდა
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება საინტერესოდ დაიწყო. მართალია, ფავორიტებმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს, მაგრამ საამისოდ საკმაოდ დიდი ჯაფა დაადგათ. ნიშანდობლივია, რომ პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში ინგლისის ეროვნული გუნდიდან მხოლოდ ერთი, ახალგამომხცავარი კაპიტანი, შერკინების მესამეხაზელი კრის რობშო მოხვდა.

ერთი მორაგბე მიავლინა საუკეთესოთა შორის იტალიამაც. "სკუადრა აძურაში" გამორჩეული იყო სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელი კორნელიუს ფან ზილი. მარცხის მიუხედავად სიმბოლურ ნაკრებში ორი შოტლანდიელიც მოხვდა, მგეზავი გრეგ ლაიდლოუ და მეორეხაზელი ჯიმი ჰამილტონი.

ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი მორაგბე ჰყავს უელსსა და საფრანგეთს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის მოხვდა საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტი, შუამარბი ვესლი ფოფანა და შეინ ვილიამსის შემცვლელი, უელსელი გარემარბი ჯორჯ ნორსი.

სიმბოლური ნაკრები: 15. რობ კირნი (ირლანდია), 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი (ორივე-უელსი), 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო (ორივე-საფრანგეთი), 10. გრეგ ლაიდლოუ (შოტლანდია), 9. მაიკ ფილიპსი (უელსი). 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი (ორივე-ირლანდია), 3. ნიკოლა მასი (საფრანგეთი), 4. კორნელიუს ფან ზილი (იტალია), 5. ჯიმი ჰამილტონი (შოტლანდია), 6. რაიან ჯოუნზი (უელსი), 7. კრის რობშო (ინგლისი), 8. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა