"მილანის" გაძლიერებამ კონკურენტები ჩააფიქრა და აალაპარაკა კიდეც. "იუვენტუსის" უკანახაზელმა ჯორჯო კიელინიმ დანანებით აღნიშნა, რომ...

"მილანის" გაძლიერებამ კონკურენტები ჩააფიქრა და აალაპარაკა კიდეც. "იუვენტუსის" უკანახაზელმა ჯორჯო კიელინიმ დანანებით აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სატრანსფერო კამპანია ისე აქტიურად ვერ წარმართა, როგორც იმავე "როსონერიმ". მოვუსმინოთ ჯორჯოს:

"რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გადავიბირეთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკმარისი იქნება წარმატების მისაღწევად და მწვერვალების დასაპყრობად.

როგორც ხედავთ, "მილანმა" ძალიან იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე და არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გადაიბირა. მართალია, ჯერ დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა, მაგრამ თუ პირველი ტურით ვიმსჯელებთ, ლომბარდიელები სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტები არიან. განსაკუთრებულად მრისხანედ მათი შეტევის ხაზი გამოიყურება და ამაში დასარწმუნებლად გვარებიის ჩამოთვლაა საჭირო - როდესაც რონალდინიო, ალეშანდრე პატუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გიტევენ, ძნელია დაცვაში უშეცდომოთ ითამაშო. ერთი სიტყვით, კარგი იქნებოდა ამ კალიბრის ფეხბურთელები ჩვენც რომ გადაგვებირებინა, მაგრამ რას ვიზამთ, არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენებას უნდა ვეცადოთ".

კიელინის ამ განცხადებას "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ლუიჯი დელ ნერი გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჯორჯო მართალია, "მილანი" საგრძნობლად გაძლიერდა და პირველობის მთავარი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ხელგვაწეიფება მათთვის კონკურენციის გაწევა. მთავარი არა ფეხბურთელთა გვარები, არამედ გუნდური მექანიზმი და ერთსულოვნებაა. ამ მხრივ, ჩვენთან იდეალური მდგომარეობაა და პროგრესიც არ დაახანებს, ამაში მალევე დარწმუნდებით".

კიელინის განცხადებამ ისეთი განწყობა შექმნა, თითქოსდა "იუვემ" სატრანსფერო კამპანია მთლიანად ჩააგდო. სწორედ ამიტომ იყო, რომ პრესასთან გასაუბრება და მდგომარეობის გამოსწორება თვით ჯუზეპე მაროტამ მოისურვა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა:

"ჩემი აზრით, სატრანსფერო პერიოდი ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ყველა ის ამოცანა შევასრულეთ, რომელიც დასახული გვქონდა. ასეთი კი სამი იყო: გუნდის გაახალგაზრდავება, სახელფასო ფონდის შემცირება და საჭირო რგოლების გაძლიერება. პირველი ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვული იყო და ვეტერანი ფეხბურთელების გაშვებით, სახელფასო ფონდიც მნიშვნელოვნად შევამცირეთ. ამასთან, გუნდი გაახალგაზრდავდა და საჭირო რგოლებიც გავაძლიერეთ. ასე რომ, ყველა მისია შესრულებულია".

შეგახსენებთ, რომ "იუვემ" მართლაც გაუშვა რამდენიმე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი: დიეგო, ფაბიო კანავარო, მაურო კამორანეზი და დავიდ ტრეზეგე. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერდა: ხორხე მარტინესით, მილოშ კრასიჩით, დავიდე ლანცაფამეთი და ლეონარდო ბონუჩით - თუმცა, გაძლიერდა თუ არა, ეს უფრო სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა