ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართულ ფუტსალში დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია - შერიგება გამორიცხულია!

ქართულ ფუტსალში დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია - შერიგება გამორიცხულია!

ქართული ფუტსალის წარმომადგენლები ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ
ფუტსალში დაპირისპირება აპოგეას აღწევს. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ თემას აღარ მივბრუნებოდით, რადგან სათქმელი ორივე მხარემ თქვა და კიდევ ერთხელ ბრალდებების გამეორება მიკერძოებაში ჩამოგვერთმეოდა.

თუმცა, გუშინ "ლელოს" ფუტსალელებმა მორიგი წერილით მოგვმართეს და ცხადი გახდა, ამ სახეობაში შერიგება, მორიგება და დაპირისპირების შერბილება გამორიცხულია - ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრები, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები, კლუბების წარმომადგენლები ასოციაციის გამგეობის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

ღია წერილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ვლადიმერ ვარძელაშვილს

ბატონებო,

წარმოგიდგენთ ამონარიდს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის, გაიოზ ფხოველიშვილის წინასაარჩევნო პროგრამიდან:

ეროვნულის გარდა იარსებებს ასაკობრივი ნაკრებები: U-21, U-19, U-17, U-15.

- არათუ შექმნილა, გაუქმდა არსებული 21-წლამდელთა ნაკრებიც. დანარჩენ ასაკობრივ ნაკრებებზე ლაპარაკიც არ არის.

მზად ვართ, საწყის ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, გავუწიოთ ფინანსური დახმარება ადგილობრივ კლუბებს (საკუთარი სახსრებით დავუნიშნოთ მწვრთნელებს ხელფასები).

- არათუ გუნდების მწვრთნელების ფინანსური დახმარება, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი დატოვეს უმუშევრად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონალური ასოციაციების შექმნას და მხარდაჭერას.

- არც ერთი არ შექმნილა.

ჩატარდეს მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობა მწვრთნელთა მოსაწვევად და მოხდეს მათი ტესტირება და განათლების დონის განსაზღვრა.

- არ მოუწვევიათ.

შეიქმნას ფუტსალში ისეთი სამუშაო ფონი, რომ მოხდეს ინვესტიციების აქტიური მოზიდვა.

- ორ წელიწადში მოზიდულია 0 ლარი.

მხარდაჭერილ იქნას ფუტსალის ქალთა გუნდების შექმნა და ჩემპიონატის ჩატარება.

- გაუქმდა კაცთა ჩემპიონატიც.

შეიქმნას და მხარდაჭერილ იქნას საშეჯიბრო სისტემა ვეტერანებს შორის.

- არ შექმნილა.

სასწავლო დაწესებულებებში შეიქმნას ერთიანი საშეჯიბრო სისტემა.

- არ შექმნილა.

აუცილებელია ჩემპიონატის გეოგრაფიის გაზრდა, რათა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ რეგიონების გუნდებმაც.

- რეგიონების გუნდების უმრავლესობა გაუქმდა.

ჩემპიონატი ჩატარდება კალენდრის შესამაბისად.

- გაუქმებულ ჩემპიონატს კალენდარი ვერ ექნება.

დაიწყება მიზანმიმართული მუშაობა მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

- არ დაწყებულა.

მომდევნო (2011 წლის) ეროვნულ ჩემპიონტში მონაწილეობის მისაღებად მოვიზიდავთ ახალ გუნდებს.

- გუნდების რაოდენობა ჯერ შემცირდა ათიდან ხუთამდე, შემდეგ კი ჩემპიონატი საერთოდ გაუქმდა.

2010 წლის აპრილიდან ჩატარდება ტურნირი თბილისის საფეხბურთო სკოლებს შორის.

- არ ჩატარებულა. გაუქმდა ასოციაციასთან არსებული ფუტსალის სკოლა.

დარღვევები ასოციაციის საქმიანობაში

არ ჩატარებულა გამგეობის არც ერთი სხდომა, რაც წესდების დარღვევაა.

გამგეობაზე არ განხილულა ბიუჯეტი, რაც წესდების დარღვევაა.

არ განხილულა აპარატის შემადგენლობა გამგეობაზე, რაც წესდების დარღვევაა.

არ დანიშნულა გამგეობაზე ნაკრების მწვრთნელი, რაც წესდების დარვევაა და შესაბამისად, გამგეობას მასთან კონტრაქტი არ დაუმტკიცებია.

ფინანსური საქმიანობა სრულიად ბურუსითაა მოცული.

არ არსებობს არც ერთი კომიტეტი.

საქართველოს ჩემპიონატი გაუქმებამდე ტარდებოდა გაურკვეველი პირების მიერ და ჩემპიონატის ხარჯები ბურუსითაა მოცული.

ნაკრების ფინანსური ხარჯები არც ერთხელ არ განხილულა გამგეობის სხდომაზე, რაც წესდების დარღვევაა.

უეფას, სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ფინანსები გაურკვეველი დანიშნულებით განიკარგება გამგეობის გვერდის ავლით.

სპორტის სამინისტროს მიერ ნაკრებისთვის გამოყოფილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენება - სამინისტრო აფინანსებდა ეროვნული ნაკრების შეკრებებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე, სინამდვილეში კი ნაკრების მაგივრად შეკრებას გადიოდა კლუბი "ალგო", რომლის დამფუძნებლებიც არიან ასოციაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზაალ ჩიტალაძე ფეხბურთელების ხელფასიდან პროცენტს ითხოვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრები, ჩვენთვის კანონით მონიჭებული უფლებიდან გამომდინარე, ამა წლის 16 თებერვალს, 18 საათზე, სპორტკომპლექს "ქარიშხალაში" ვიწვევთ გამგეობის სხდომას, რომელზეც დადგება ფუტსალის ასოციაციის კონფერენციის (ყრილობის) მოწვევვის და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

ირაკლი ქავთარაძე, ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი

ბექა კვიციანი, ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი

ლევან გრიგოლია, გამგეობის წევრი

გიორგი დარჯანია, გამგეობის წევრი

პაპუნა ხიდეშელი, გამგეობის წევრი

გამგეობის წევრებს მხარს უჭერენ

ბესიკ ზოიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე, კლუბ ტტგ-ს მწვრთნელი

პეტრე თაბუკაშვილი, ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

ალიკ სარქისიანი, "იბერია სტარის" მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ავთანდილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, "თელასის" მთავარი მწვრთნელი

ბესო არველაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი

დავით სოლოღაშვილი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი

ანდრო მიზანდარი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი

მამუკა კვანტალიანი, ეროვნული ნაკრების ექიმი

გიორგი ალთუნაშვილი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი

რეზო დევდარიანი, ეროვნული ნაკრების მოთამაშე (კვიპროსიდან)

ნიკა ოსეფაშვილი, ეროვნული ნაკრების მოთამაშე (ესპანეთიდან)

ლევან კობაიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ალექსანდრე ძაბირაძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ალექსანდრე ჯამბურია, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

გიორგი იოსებიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

შოთა კუბლაშვილი, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ლევან ზაქაიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

გიორგი მშვიდობაძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

გიორგი რობაქიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ირაკლი კალმახელიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ლევან გაბუჩია, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ბექა მუმლაძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

აკაკი კაკაშვილი, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

გიორგი სოზაშვილი, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

არჩილ ბოკერია, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ირაკლი შელეგია, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

ლაშა ცნობილაძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

დავით დარჩია, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

კახა ახალაძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

რატი ხოსრუაშვილი, ეროვნული ნაკრების მოთამაშე

სერგო მელაძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე.

როგორ ტარდება ყრილობა?

აქვთ თუ არა მათ ამის უფლება? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ერთ-ერთ ხელმომწერი, ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.

- თანამიმდევრობით მოვყვეთ: გამგეობის რიგგარშე სხდომის მოწვევის უფლება ვის აქვს?

- გამგეობის ნებისმიერ წევრს და მთავარია, მას გამგეობის წევრთა უბრალო უმრავლესობა ესწრებოდეს და ასევე უბრალო უმრავლესობამ რიგგარშე ყრილობა მოიწვიოს. ასევე წყდება ყრილობის ჩატარება - საჭიროა დელეგატთა უბრალო უმრავლესობა, გადაწყვეტილების მისაღებადაც საკმარისია ასევე ხმების უბრალო უმრავლესობა.

- ამ შემთხვევაში რა ვითარებაა?

- ფუტსალის ასოციაციის გამგეობაში 9 წევრია და ხუთნი ხელს ვაწერთ. დანარჩენებს კი სხდომის ჩატარების შესახებ წერილი გავუგზავნეთ.

ხელმოწერებით დოკუმენტი ჩაბარდა ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს.

ზოგადად კი გეტყვით, რომ სამწუხაროდ, გაიოზ ფხოველიშვილმა თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე უარი განაცხადა და დღეს ისიც აღარ გვაქვს, რაც ფუტსალში მის მოსვლამდე იყო. გნებავთ, "ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუ ავიღოთ (იხილეთ სტატია): ყველა კითხვაზე პასუხები ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. თუმცა, ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად გამგეობაზე ვიტყვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaza

ვისაც ფუტსალი უყვარს იმ ხალხს ჩააბარონ საქმე ყველგან ცხვირს რო ყოფენ

• vasiko basiladze

ფუტზალიც კარგია,მაგრამ სიჭინავას დიდ ფეხბურთისთვის ვერ მიუხედავს და ფუტზალს რას დაეძებს,სიჭინავაც და ყველა ეხლა ვინცაა ფეხბურთში ყველა მოსახსნელია

• vova

უნდა ჩამოათრიონ და დაიჭირონ! უნდა გადადგეს ძალიან რბილია ესეთი ნაძირალისთვის!

• დევიდ აირონს

გადადგეს კი არა დასასჯელია, ეგ ნაძირალა! თუ არ შეგიძლია, რას ზიხარ 2 წელი და ცანცლავ მაყუთს? აი, ეს ღუპავს სპორტს და საერთოდ სახელმწიფოს!!!

• zaza

მარტალია ეს ხალხი, უნდა გადადგეს

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია