ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ასტონ ვილამ ულიეც მოსინჯა

ასტონ ვილამ ულიეც მოსინჯა

"ასტონ ვილას" სავარაუდო მწვრთნელის ამბავს გუშინაც მოგახსენებდით და ამ საკითხზე მორიგ ინფორმაციას დღესაც დავამატებთ: შესაძლოა ინგლისურ ფეხბურთს...

"ასტონ ვილას" სავარაუდო მწვრთნელის ამბავს გუშინაც მოგახსენებდით და ამ საკითხზე მორიგ ინფორმაციას დღესაც დავამატებთ: შესაძლოა ინგლისურ ფეხბურთს ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე დაუბრუნდეს. ცნობილი გახდა, რომ ულიეს, რომელიც სამი წელიწადია საქმეს ჩამოშორებულია, ბირმინგემელთა ამერიკელი მეპატრონე რენდი ლერნერი დაუკავშირდა და "ვილა პარკზე" გადასვლის ვარიანტებზე დაელაპარაკა. შეგახსენებთ, რომ "ვილას" უახლოეს თამაშამდე მარტინ ო'ნილის შემცვლელი ჰყავს მოსაძებნი. ლერნერმა კანდიდატები უკვე დააგროვა და მომდევნო ამ კვირაში მათგან ერთის არჩევა მოუხდება.

მაინც, უკვე ვის ელაპარაკა "ვილას" ამერიკელი პატრონი? ალან კერბიშლის, სვენ გორან ერიკსონსა და კაცს, რომელიც ბოლო სამი კვირაა დროებით უძღვება გუნდს - ო'ნილის უწინდელ ასისტენტ კევინ მაკდონალდს. სამივე გასაუბრება პრემიერლიგის მესამე ტურის შემდეგ ანუ მას მერე შედგა, რაც "ასტონ ვილამ" "ევერტონის" 1:0 მოუგო. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი ულიეს ლერნერის სიაში ფავორიტის სტატუსი არ აქვს. რასაკვირველია ის შეიძლება ბირმინგემში მაინც ჩავიდეს, მაგრამ რა თანამდებობაზე? აუცილებლად მთავარი მწვრთნელი გახდება? შეგახსენებთ, რომ მეპატრონესა და აღმასრულებელ შეფს პოლ ფოლკნერს რამდენიმე ვაკანსია აქვთ - ო'ნილი რომ წავიდა მწვრთნელთა შტაბიდან ერთგული მეგობრებიც გაყვნენ და შესაბამისად, მათ მიერ დატოვებული თანამდებობები შესავსებია.

შეგახსენებთ, რომ "ასტონ ვილა" თავკაცის გარეშე ძალიან მუხთალ დროს, პრემიერლიგის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთად ხუთი დღით ადრე, დარჩა, თან ძალიან მოულოდნელად. ამბობენ, რომ ულიე თუ მთავარ მწვრთნელობაზე უარს უტყვის, კლუბში საფეხბურთო საქმეთა დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთრივ "ვილას" ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში თავმოყრილი ახალგაზრდობით დაწყებული, დედამიწის ზურგზე არსებული მოთამაშეებით დამთავრებული, ახალი ფეხბურთელების შერჩევა მას დაეკისრება.

ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელთა შერჩევის სფეროში "ასტონ ვილა" მოიკოჭლებს და ულიე, რომელსაც კლეირფონტეინის ფრანგულ აკადემიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, შესაძლოა ძალიან დიდი შენაძენი გახდეს.

62 წლის ულიე "ლივერპულს" ექვსი წლის განმავლობაში წვრთნიდა და მართალია გუნდს მის ხელში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ძველებურად მომუშავე კლუბის თანამედროვე მექანიზმად გარგაქმნაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. სამწუხაროდ, იმავე პერიდში ფრანგს გულის პრობლემებიც გაუჩნდა და ოპერაციაც კი გაიკეთა.

ზემოთ სვენ გორან ერიკსონიც ვახსენეთ. მოგეხსენებათ, სანამ გუნდს მარკ ჰიუზს ჩააბარებდა, შვედის მწვრთნელად დანიშვნა "ფულჰემის" მეპატრონეს მოჰამედ ალ ფაედსაც სურდა. რენდი ლერნერს იგი საფეხბურთო სამყაროში ცნობილმა საქმოსანმა-აგენტმა ათოილ სტილმა გააცნოო, ამბობენ ინგლისელი ჟურნალისტები თავად სტილი კი ცდილობს ყველაფერი ბუნდოვნად დატოვოს: "მე არ მქვს უფლება გითხრათ ელაპარაკა თუ არა ბატონი ლერნერი ბატონ ერიკსონს".

ჩამოთვლილთა გარდა კიდევ რონალდ კუმანსა და ჯანფრანკო ძოლასაც ასახელებენ, თუმცა საეჭვოა მათ "ასტონ ვილას" მწვრთნელობის რეალური შანსი ჰქონდეთ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა