ინგლისური სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალი" შეიძლება თავდამსხმელების გარეშე დარჩეს
ინგლისური სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალი" შეიძლება თავდამსხმელების გარეშე დარჩეს.

კორეელი ჩუ იუნ პარკის წასვლას გუნდი იოლად შეეგუება, რადგან "მონაკოდან" 2 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი "მეთოფეებს" არ გამოადგათ.

კორეელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში სულ ერთი შეხვედრა ჩაატარა (22 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედთან") და იქაც მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა. სეზონის ბოლოს სამხრეთი კორეის ნაკრების კაპიტანი "ემირიტსიდან" გაქცევას გეგმავს. "არსენალი" თავად აპირებს საფრანგეთშივე დააბრუნოს მარუან შამახი.

ფეხბურთელი მართალია პარკზე ხშირად თამაშობს (8 მატჩი, 127 წუთი), მაგრამ მაროკოელისგან გაცილებით მეტს ელოდა არსენ ვენგერი. კიდევ ერთი თადამსხმელი, ვინც ვენგერს შემოსწყრა და გუნდში დაბრუნების იდეა არ ხიბლავს, "სანდერლენდში" განათხოვრებული ნიკლას ბენდტნერია. "რეალ სოსიედადთან" მყარი კონტრაქტის დადების სურვილის შესახებ ილაპარაკა ამ დღეებში კარლოს ველამაც.

ვენგერი ამათ წასვლასა თუ არდაბრუნებასაც გაუძლებს, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს ნამდვილად გაუსკდება გული, თუკი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას არ განაახლებს რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელს კონტრაქტი 2013 წელს ეწურება.

"დეილი მეილის" ცნობით, "მეთოფეებმა" თავის დაზღვევის მიზნით "ჩელსიდან" დენიელ სტარიჯის ტრანსფერს შეიძლება მოუსინჯონ კბილი. 22 წლის შემტევი უკმაყოფილოა, რომ ანდრე ვილაშ ბოაში მას უკეთეს შემთხვევაში განაპირა თავდამსხმელად ათამაშებს, ხოლო არის მატჩები, როცა რეალურად ის მარჯვენა ნახევარმცველის როლს ასრულებს. მაგალითად ასე იყო "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში.

მაშინ, როცა "ჩელსი" თავს იცავდა, დენიელს ესიენისა და მეირელეშის მხარდამხარ უხდებოდა ბრძოლა "ეშმაკების" შუახაზის წინააღმდეგ. სტარიჯს არ დაუმალავს წყენა, როცა პორტუგალიელმა დამრიგებელმა მას ცენტრფორვარდის პოზიციის დავიწყება ურჩია.

"არსენალის" ერთ-ერთი შეფსკაუტი სტივ როული მის თამაშს უკვე რამდენიმე მატჩია აკვირდება. სტარიჯს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულზე უმთავრდება, ასე რომ, მისი შეძენა "არსენალს" საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა