ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ სტევან იოვეტიჩის "ფიორენტინადან" შესაძლო აბარგების შესახებ
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ სტევან იოვეტიჩის "ფიორენტინადან" შესაძლო აბარგების შესახებ, მაგრამ 22 წლის ჩერნოგორიელმა ფორვარდმა ფლორენციაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

სტევანის არჩევანმა ბევრი გააკვირვა, მაგრამ ფეხბურთელმა ყველაფერი მოკლედ და კონკრეტულად ახსნა - აი, რა განაცხადა მაშინ იოვეტიჩმა:

"როდესაც უმძიმესი ტრავმა მივიღე, ფლორენციაში ყველა გვერდში დამიდგა - კლუბის მესვეურებიდან დაწყებული, უბრალო გულშემატკივრებით დამთავრებული, ყველა მამხნევებდა. სწორედ ეს გახდა უმთავრესი საწინდარი იმისა, რომ დღეს ფეხბურთს ვთამაშობ და გოლებს ვიტან. აუცილებლად დავრჩები "ფიორენტინაში" და ვეცდები, რომ გუნდის წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო".

მოკლედ, იოვეტიჩი "ფიორენტინას" ემადლიერება და წასვლას არ აპირებს - არადა ბევრი მიიჩნევს, რომ დროა სტევანმა უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში მოსინჯოს ძალები. აი რას ამბობს ჩერნოგორიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, "მილანის" ექს-ფეხბურთელი დეიან სავიჩევიჩი:

"სტევანს კარგა ხანია ვაკვირდები და ყოველთვის ვიცოდი, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.

"პარტიზანში" უფრო ნახევარმცველი იყო, სიღრმიდან თამაშობდა, ზუსტი პასებით და მოედნის შესანიშნავი ხედვით გამოირჩეოდა, იტალიაში კი ბომბარდირული თვისებებიც გამოავლინა და თავდამსხმელის პოზიციაზე ირჯება.

"ფიორენტინაში" დარჩენით ნათლად დაგვანახვა, რომ შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ფლორენცია მაინც უნდა დატოვოს.

კარგი იქნება თუ ამას ზაფხულში გააკეთებს, რადგან ახალი გამოწვევა მისთვის აუცილებელია. სტევანს შეუძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ამისთვის კი ახალ სიმაღლეებზე ასვლა, ტიტულებისთვის ბრძოლაა საჭირო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე